27.2.19

ლექცია ასტრონომიაში


   128-ე საჯარო სკოლაში 2019 წლის 27 თებერვალს, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა შალვა საბაშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე: დაკვირვების საშუალებები და გაზომვები ასტრონომიაში.
   ლექცია ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის ფარგლებში, რომელსაც ატარებს ფიზიკის პედაგოგი ქ-ნი ქეთევან სადრაძე, საბუნებისმეტყველო კათედრასთან თანამშრომლობით. საკვლევი თემა არის „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“.
პროფესორი შალვა საბაშვილი N128 საჯარო სკოლაში


    კვლევის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე, ჩვენს სკოლაში, ამ უმაღლესი სასწავლებლებიდან ლექტორების მოწვევა.
ლექციამ ჩვენი სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ ჰქონდათ საინტერესო კითხვები, რომლებზეც ბატონმა შალვამ გასცა პასუხები.


   ამავე ციკლიდან დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრა.