26.2.19

შემეცნებითი ექსკურსია მუზეუმში

22 თებერვალს ჩვენი სკოლის VIII2 კლასის დამრიგებლის გულნაზ გოგიტაურის და ქართულის მასწავლებლის ქეთევან ცოფურაშვილის ორგანიზებით მე-82 კლასი ქართველი მწერლის, გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდა. მუზეუმის თანამშრომლებმა სლაიდშოუს მეშვეობით ბავშვებს გააცნეს გიორგი ლეონიძის მრავალფეროვანი ცხოვრება და მოღვაწეობა. ექსკურსიის ყველა მონაწილეს გადაეცა გიორგი ლეონიძის პატარა ზომის წიგნები, რომელთა ყდები თავად ბავშვებმა შექმნეს. 

მე-8(ბ) კლასი გიორგი ლეონიძის მუზეუმში

მოსწავლეების სტუმრობა მუზეუმში საინტერესო აქტივობებით წარიმართა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დასრულდა.







    25 თებერვალს ამავე კლასში ჩატარდა პრეზენტაცია პროექტისა გიორგი ლეონიძის ცხოვრება და შემოქმედება. მონაწილეობდა მთელი კლასი. მოსწავლეებმა საინტერესო  პრეზენტაციები წარმოადგინეს.