საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაფორმალური განათლების ფარგლებში სხვადასხვა მიზნობრივი და მამოტივირებელი პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სკოლებში
დაიწყო პროგრამა „საუბრები მომავალზე“.
პროგრამის ფარგლებში IV-V კლასის მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო თემებს.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაუსვან სპიკერებს მათთვის საინტერესო შეკითხვები.
დღეს, 1 მარტს, 14:00 საათზე, ჩვენი
სკოლიდან განხორციელდა პირველი ჩართვა პირდაპირ ეთერში პროგრამირებისა და კომუნიკაციების
ექსპერტთან, სანდრო ასათიანთან. თემაზე: პროგრამირების ენები. ინტერნეტ-შეხვედრას,
რომელშიც ჩართული იყო საქართველოს 280-მდე სკოლა, ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის V კლასელები, პედაგოგები
და დირექციის წარმომადგენლები.
![]() |
სანდრო ასათიანი |
ონლაინ შეხვედრა განხორციელდა LiveStreaming-ის, პროგრამა Microsoft Teams-ის და EMIS-ის მხარდაჭერით.