პროექტი "სკოლა ძალადობის გარეშე"

ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო პედაგოგებო და მშობლებო!


მეორე სემესტრში ფსიქოლოგებთან, პედაგოგებთან თანამშრომლობით დავგეგმეთ სოციალური პროექტი სკოლა ძალადობის გარეშე“, რომლის მიზანია ძალადობისაგან თავისუფალი, თანასწორობასა და პატივისცემაზე დამყარებული გარემოს შექმნა. დავსახეთ ამოცანები: ბულინგის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ნებიმიერი ტიპის ძალადობის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულების ღიად გამოთქმა, მათთვის შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალების მიცემა პრაქტიკული აქტივობებით. 
ჩვენ შევთანხმდით, რომ  არ მოვახვედით მოსწავლეებს თავს  ჩვენს  შეხედულებებს, არამედ ანალიზისა და ინტერაქციული მუშაობის საფუძველზე თავად მიაგნებდნენ პრობლემის მოგვარების გზებს.
პროექტის მონაწილენი არიან IV-XII კლასების მოსწავლეები.
პროექტის ფარგლებში, ბულინგის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად დავგეგმეთ მრავალფეროვანი აქტივობები: შეხვედრები ფსიქოლოგთან და სპეც. პედაგოგთან, ვიდეო-ფილმების ჩვენება და განხილვა, მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა-გააზრება, კონკურსები, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები,  სასკოლო საზოგადოებასთან ონლაინ-კომუნიკაცია.
ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით პროექტის მიმდინარეობას.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ საინტერესო მოსაზრებები კომენტარის სახით.


პატივისცემით,
სკოლის დირექცია
იანვარი, 2018


* * * 
მოსწავლეთა კვლევა
პროექტის პირველი ეტაპის შეჯამება - 28.02.2018
თანამშრომლობა გარე ორგანიზაციებთან  - 29.03.2018
     პროექტის კონკურსების სერიის შეჯამება - 13.04.2018  

7 comments:

  1. ვფიქრობ რომ ძალადობა არაა გამოსავალი წყნარი სიტყვა ადამიანებს ესმით.

    ReplyDelete
  2. მოხარული ვარ



    ReplyDelete
    Replies
    1. ჩვენ ვგმობთ ძალადობას

      Delete
  3. მივესალმები ამ პროექტს. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ყველა სკოლაში უნდა ჩატარდეს. ბავშვებმა უნდა დავინახოთ, რომ ბულინგი და ძალადობა არ შეიძლება. რომ ვიყოთ მეგობრები და ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ. ეს პროექტი ძალიან კარგი საშუალებაა ამისთვის.

    ReplyDelete
  4. მოგესალმებით . ჩემი აზრით ძალადობა არის ძალიან ცუდი!მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ! არ უნდა იძალადო შენზე სუსტზე და არა მარტო სუსტზე, არამედ შენზე პატარაზეც. მე ვფიქრობ რომ, ეს პროექტი არის ძალიან კარგი, რადგან ბავშმა გიგოს თუ როგორი ცუდი არის ბულინგი.

    ReplyDelete
  5. მოგესალმებით! მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება გამოვთქვა ჩემი აზრი ძალადობასა და ბულინგზე სკოლაში. მე მივიღე მონაწილეობა ამ პროექტში და გავაკეთე პლაკატი. ჩემი აზრით ძალადობა ძალიან ცუდი საქციელია და იმედი მაქვს ახლა მაინც მიხვდებიან ბავშვები თავიანთ დანაშაულს, გაიაზრებენ ყველაფერს და მომავალში გამოასწორებენ.

    ReplyDelete
  6. ძალიან მიხარია რომ სკოლაში ტარდება პროექტი "სკოლა ძალადობის გარეშე" და "არა ბულინგს".ჩემი აზრით ამ პროექტზე მუშაობის დროს ბავშვები მიხვდებიან რომ ბულინგი არ შეიძლება და ამას კარგად გაანალიზებენ.მიხვდებიან რომ ცუდად იქცეოდნენ და თავის დანაშაულს გამოასწორებენ და მომავალში ძალიან მეგობრული კლასი გავხდებით! (ამის დიდი იმედი მაქვს)

    ReplyDelete