21.6.22

ვულოცავთ ახლადარჩეულ სამეურვეო საბჭოს

2022 წლის 20 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები დასრულდა. დღეიდან სსიპ ქალაქ თბილისის  N128 საჯარო სკოლას ჰყავს ახალი სამეურვეო საბჭო 6 მასწავლებლისა და 6 მშობლის შემადგენლობით.

ვულოცავთ სკოლის  სამეურვეო საბჭოში არჩეულ მასწავლებლებს:

ეკატერინე ხვედელიძეს

ვიქტორია კობახიძეს

ქეთევან თულიანს

თამილა ცხომელიძეს

თამარ ქუთათელაძეს

თამარ  გაგუას

 ასევე მშობლებს:

თამარ სავანელს,

თამარ გიორგიძეს,

ქეთევან ბოჭორიშვილს,

ინგა კირკიტაძეს,

ინგა მაჩაიძე-სამხარაძეს,

ნინო გვარამაძეს.

სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეულ შემადგენლობას ვუსურვებთ წარმატებებს!  ბევრი კარგი საქმე  ეკეთებინოთ სკოლის საკეთილდღეოდ!

 უღრმეს მადლობას ვუხდით საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს მანანა დარსანიას, კომისიის მდივანს თამარ რამიშვილს, წევრებს: ნინო გვიმრაძეს, დიანა დეკანოიძეს, ანასტასია ურუშაძეს, თამარ ბაბუაშვილს, თალიკო კვეტენაძეს, მადონა იაკობიძეს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი საარჩევნო პროცედურულ საქმეს.

სკოლა მადლობას უხდის  54  პედაგოგს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის, აგრეთვე ყველა მშობელს, ვინც  მრავალი ყოფითი საზრუნავის მუხედავად , არ დაიზარა არჩევნებზე მოსვლა და კიდევ ერთხელ  გამოხატა სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

13.6.22

სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლა მონაწილეობდა „დავითიანნის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ჩემი წიგნი“. მოსწავლეებს უნდა შეექმნათ წიგნის ყდა და წინასიტყვაობა, პირველი ეტაპი ჩატარდა ელექტრონულად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ყდის 3 ვარიანტი: გრაფიკული, ფერწერული და ტრიდე. I ეტაპზე გამარჯვებულებს II ეტაპზე უნდა წარედგინათ პრეზენტაცია და დაეცვათ თავიანთი ნამუშევრები. ღონისძიება ჩატარდა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, მონაწილეობდა 20 სკოლა. ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს მეორე ადგილი, რომელიც ჯილდოვდება 200 ლარიანი ფულადი პრემიით. თანხა გადაეცემა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად. პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ძნელაძე, მოსწავლეები: IXკლასი ანი ჩხეტია და გურამ ბორცვაძე, IXკლასი- მარიამ კიკნაძე.






8.6.22

სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა მდუმარე მარათონი, რომელიც მიეძღვნა ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ნიკოტინის პრევენციას. სკოლიდან მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველამდე მოსწავლეებმა და აქციის ორგანიზატორებმა ჩაიარეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გამომხატველი პოსტერებით, სლოგანებითა და ფლაერებით. მარათონის მიზანი იყო შემხვედრი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, მათი დაინტერესება და პროექტის მთავარი იდეის პროპაგანდა, რაც ნამდვილად შეძლეს, რადგან ადამი


ანები ინტერესით შეხვდა მათ გამოჩენას.