ქეთევან სადრაძე სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლაში მუშაობს 2012
წლიდან. იგი არის უფროსი მასწავლებლი და გამოირჩევა
სწავლა-სწავლებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულებით. ქალბატონი ქეთევან სადრაძე 2015 წლის ოქტომბერში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
მივლინებულ იქნა ერთკვირიან სტაჟირებაზე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში.
ქეთევან სადრაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეები აქტიურად
მონაწილეობენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში, მათ შორის, რესპუბლიკურ დონეზეც.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან სადრაძემ 2018 წლის 1 მარტს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი სახელწოდებით „რადიაციული
დეფექტების ზოგიერთი თვისების გამოკვლევა A3B5
ტიპის ნახევარგამტარულ შენაერთებში“ და მიენიჭა საინჟინრო ფიზიკის აკადემიური
დოქტორის ხარისხი.
სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია
და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ქალბატონ ქეთევან სადრაძეს ამ წარმატებას და უსურვებს
წინსვლას პედაგოგიურ საქმიანობაში.
დიდი მადლობა სსიპ ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლას და მის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ამ თანადგომის გარეშე მე ვერ მივაღწევდი ასეთ წარმატებას.
ReplyDeleteქალბატონო ქეთევან!გილოცავთ წარმატებას და წინსვლას!!!!
ReplyDeleteდიდი მადლობა!
DeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDelete