2018 წლის 5 მარტს
128-ე საჯარო სკოლაში გაიმართა მათემატიკური კონკურსი-ვიქტორინა „მათემატიკა გვამეგობრებს“,
რომლის დაგეგვმასა და განხორციელებაში მონაწილეობდნენ თბილისის 128-ე საჯარო სკოლის მათემატიკის
პედაგოგი ქეთევან თულიანი და თბილისის 158-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ხათუნა გოგოჭური.
პროექტის მიზანს
წარმოადგენდა მოსწავლეებში ცოდნის კონცენტრირების, პრაქტიკაში მათემატიკის
გამოყენებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარების
გამომუშავება.
ქეთევან თულიანი:
„მოსწავლეები ხშირად სვამენ შეკითხვას, თუ რისთვის სჭირდებათ კონკრეტული საკითხის შესწავლა.
წილადებზე მოქმედებების შესრულებისას უჭირთ ამოცანების გააზრება და დაკავშირება პრაქტიკასთან.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი მუშაობით უკეთ იხსნებიან, ამიტომ გადავწყვიტეთ სხვა სკოლის გამოწვევა და მათთან
სახალისო და საინტერესო გუნდური შეჯიბრების ორგანიზება. მოსწავლეებს შორის დამეგობრება
მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენციის ჩამოსაყალიბებლად და შემდგომი ურთიერთობების
გასაგრძელებლად“.
კონკურსი ჩატარდა
6 რაუნდად, სადაც წარმოდგენილი იქნა „ლოგიკური“ ამოცანები, ამოცანები მოძრაობაზე და
„ნაწილებზე“.
ასევე „ბლიც- ტური“,
რომლის მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათემატიკური ცოდნის კონცენტრირებაში.
VI
რაუნდში მონაწილებდნენ მშობლებიც. ისინი კონკურსის ფარგლებში ეჯიბრებოდნენ
ერთმანეთს ისეთი ქართული სიმღერების შესრულებაში, რომელშიც მოხსენიებული უნდა ყოფილიყო
რიცხვები.
კონკურსი-ვიქტორინა
დასრულდა „მრავალჟამიერით“ რომელსაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთად
მღეროდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ ვიქტორინის მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით.
ფოტო-გალერეა:
წარმატებები ძვირფასო კოლეგებო და მოსწავლეებო. კიდევ მრავალი საინტერესო კონკურსი წარმატებით მოგეგოთ.
ReplyDelete