28.2.18

პროექტი „სკოლა ძალადობის გარეშე“ ( I ეტაპის შეჯამება)


პროექტი „სკოლა ძალადობის გარეშე“

(პროექტის I ეტაპის შეჯამება)

ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლაში მიმდინარებს პროექტი „სკოლა ძალადობის გარეშე“.  პროექტის პირველ ეტაპზე (თებერვალში) V-X კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა  პრეზენტაციები  და დისკუსიები თემაზე „ბულინგი სკოლაში“, რომლებსაც უძღვეოდნენ სკოლის ფსიქოლოგი ნ. ჯანაშვილი (VII-IX კლასებში, სულ 9 კლასი), სპეციალური პედაგოგი და ფსიქოლოგი ნ. კვესელაძე (V-VI კლასებში, სულ 6 კლასი),  მოწვეული ფსიქოლოგი, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ტრენერი სალომე მურღულია (X კლასებში, სულ 2 კლასი) და კლასების დამრიგებლები.



გვესაუბრება სკოლის ფსიქოლოგი - ქალბატონი ნანა ჯანაშვილი:

         “მოსწავლეების სოციალურ ფორმირებაზე, მათი ცხოვრების სტილსა და ქცევაზე განსაკუთრებული როლი ენიჭება სკოლას. სკოლაში ხდება არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი მოვლენებიც, რომლებიც შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს მოსწავლის პიროვნებისთვის, ასეთად გვევლინება ბულინგი.
        ბულინგი სკოლაში არის სასწავლო პროცესის ყოველი მონაწილის მიმართ ძალადობის მუქარა და რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსწავლეების მიმართ.
        ბულინგი სხვადასხვაგვარია. ეს არა მარტო ფიზიკური ძალადობაა, არამედ უფრო ხშირია ერთი ბავშვის მიერ მეორეს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური  ძალადობა.      ბულინგს აქვს სამი არსებითი ნიშანი: ძალთა უთანასწორობა, განმეორებადობა და მსხვერპლის არაადექვატურად მაღალი მგრძნობელობა.
      ბულინგი შეიძლება გამოვლინდეს ინდივიდუალურად და ჯგუფურად და ის დამოკიდებული არ არის სქესზე, სიმაღლეზე, ეროვნებაზე.
     სტატისტიკის მიხედვით, პირველ ადგილზე სიხშირით დგას ვერბალური ბულინგი (შეურაცხყოფა, ბოროტი ხუმრობები, სიტყვიერი პროვოკაციები, ზედმეტი სახელები და . .); მეორე ადგილზე - ბოიკოტი, მესამეზე - ფიზიკური ანგარიშსწორება, მეოთხეზე - ხმების გავრცელება და ჭორაობა.
ბულინგი გადამდებია, ის შეიძლება შევადაროთ სოციალურად გადამდებ სნეულებას.
ბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოსწავლე.
    ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ბავშვებმა და მოზარდებმა სწორედ სკოლაში დაინახონ და აითვისონბულერთანდაპირიპირების მაგალითები, თავდაცვისა და მსხვერპლის მხარდაჭერის  მეთოდები, ჯანსაღი ურთიერთობების გამოცდილება.
სწორედ ამას ემსახურება სკოლაში წამოწყებული პროექტისკოლა ძალადობის გარეშე“.
   პროექტის მიზანია: სკოლაში ძალადობისაგან თავისუფალი, თანასწორობასა და პატივისცემაზე დამყარებული გარემოს შექმნა.
პროექტის რეალიზაციის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.
  მე ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილები VII-IX კლასებში.
ყველა გაკვეთილი მიმართული იყო ბულინგის, ძალადობის, კლასში ურთიერთობების გაგებაზე, ჯგუფში მისაღები ქცევის წესების შესახებ”.
გაკვეთილებზე მოსწავლეებმა აღნიშნეს ბულინგის შემთხვევები კლასში. მათ განიხილეს
მსხვერპლის, მოძალადის-ბულერის, მოწმეების როლები, ბულინგის შედეგები.
    სხვადასხვა სიტუაციების განხილვის და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე მოსწავლეები ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ ძალადობის სიტუაციაში მოხვედრისას ქცევის სტრატეგიები, გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და ქონდათ საშუალება მიეტანათ თავისი სიტყვა სხვა ბავშვებთან, შეეცადნენ  უკეთ გაეგოთ ერთმანეთის განცდები.
   გაკვეთილებზე გამოყენებული იქნა ურთიერთობის ინტერაქციული ფორმა.

 საპრეზენტაციო მასალა VII-IX კლასებისათვის → დააჭირეთ აქ.

---

გვესაუბრება სკოლის სპეციალური პედაგოგი და ფსიქოლოგი - ქალბატონი ნინო კვესელაძე:

„პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ  ბავშვებისთვის მიგვეწოდებინა მცირე ინფორმაცია ბულინგის შესახებ, რათა უკეთ გაეგოთ რა არის ბულინგი და ესაუბრათ საკუთარ პრობლემაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ტერმინი ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. „ბულინგისოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა.
მიზნად დავისახეთ გაგვეხსნა ბავშვები, რათა მათ ღიად ესაუბრათ საკუთარ მაგალითებზე. ჩვენმა მიდგომამ გაამართლა, ბავშვები საკმაოდ გულახდილად საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე, ურთიერთობებზე, გამოსავლის ძიებაში არიან, აყალიბებენ საკუთარ აზრებს“.


საპრეზენტაციო მასალა V-VI კლასებისათვის → დააჭირეთ აქ.

---

X კლასებში (ორ პარალელურ კლასში) ბულინგის თემაზე ინტერაქტიული შეხვედრა ჩაატარა მოწვეულმა ფსიქოლოგმა სალომე მურღულიამ.


---

    პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის კლასებში რ.ჯ. პალაციოს ნაწარმოებ "საოცრების" მიხედვით შექმნილი ფილმის  ჩვენება და განხილვა.



No comments:

Post a Comment