სსიპ-ქალაქ თბილისის № 128 საჯარო სკოლის რუსული
ენის კათედრის ყველა მასწავლებელმა ჩაატარა საახალწლო ღონისძიებები მე-5, მე-6 და მე-7
კლასებში.
რუსული ენის უფროსმა მასწავლებელმა და კათედრის გამგემ
ნატალია ქოჩლაძემ მე-5 კლასში ჩაატარა დასკვნითი გაკვეთილი ,,ანბანი სტუმრად
ნაძვის ხესთან“, მოსწავლეებმა
დახატეს ილუსტრაციები ასოების მიხედვით, ,,მორთეს“ ნაძვის ხე.
საინტერესო და სახალისო გაკვეთილზე, რომელსაც მშობლებიც
ესწრებოდნენ განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: კესო
ფერაძე, ნიკოლოზ ფანჯავიძე და კესარია ცუცქირიძე.
რუსული ენის უფროსი მასწავლებელი ნინო დავითიშვილი
წინასაახალწლო დღეებში წიგნიერების გაკვეთილებზე კითხულობდა:
ზღაპრებს, ლექსებსა და გამოცანებს.
მოსწავლეებმა კი წერილები მისწერეს წერილები თოვლის ბაბუას და დახატეს ზღაპრების ილუსტრაციები. განსაკუთრებულად იაქტიურეს
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ანანო თორთლაძემ და მარი ფარულავამ.