28 დეკემბერს, II (3) კლასში ჩატარდა საახალწლო ზეიმი „ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან“. პატარებმა წაიკითხეს
ლექსები, შეასრულეს მუსიკის გაკვეთილებზე შესწავლილი საშობაო-საახალწლო სიმღერები.
დიდი მოწონება დაიმსახურა ბავშვების მიერ შესრულებულმა რაჭულმა ალილომ. შთამბეჭდავი
იყო ახალი წლის შემოსვლა (ნიკა დათაშვილი), რომელმაც დამსწრე სტუმრებს მოკლედ გააცნო
მომავალი 2018 წლის პროგნოზი.
კლასის დამრიგებელი თამარ ნადიკაშვილი
***
საახალწლო ზეიმის შემდეგ კლასი ეწვია ბავშვთა
გასართობ ცენტრს „ლაიქი“, ბავშვებმა იმხიარულეს ნაძვის ხის გარშემო, გული იჯერეს მრავალფეროვან ატრაქციონებზე თამაშებით, მონაწილეობა მიიღეს ცენტრში გამართულ
საახალწლო ღონისძიებაში და მოიპოვეს პრიზებიც.