2017 წლის
29 დეკემბერს თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში გაიმართა სითბოთი და სიყვარულით სავსე შეხვედრა
მწერალ გურამ პეტრიაშვილთან.
შეხვედრა გახსნა სკოლის დირექტორმა გულნაზ ხორბალაძემ. მან აღნიშნა, რომ
ამ დღისთვის სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები
მთელი სემესტრის განმავლობაში ემზადებოდნენ: კითხულობდნენ ზღაპრებს და ქმნიდნენ ილუსტრირებულ
დიდ წიგნებს პედაგოგებისა
და მშობლების დახმარებით.
სტუმარი განსაკუთრებით
მოიხიბლა ხელნაკეთი წიგნებით, რომელთაგან ერთ-ერთი საჩუქრად გადაეცა.
მეოთხეკლასელებმა
ისაუბრეს საყვარელ ზღაპრებსა და პერსონაჟებზე, დაუსვეს მწერალს საინტერესო შეკითხვები,
გადასცეს წერილები და საკუთარი ნახატები.
სკოლასთან არსებულმა
საესტრადო სტუდია ,,სონატას“ ბავშვებმა მუსიკალური ნომრებით მიულოცეს სტუმარს დამდეგი
შობა-ახალი წელი.