სსიპ-ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის ინგლისური
ენის პედაგოგი ვიქტორია კობახიძე სასწავლო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.
გთავაზობთ პედაგოგის შთაბეჭდილებებს მიღებული გამოცდილების შესახებ.
2018 წლის 2 დან 21 დეკემბრის
ჩათვლით ვმონაწილეობდი MASHAV-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სატრენინგო პროგრამაში „სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრირება ნორმატიულ სივრცეში“, რომელიც ტარდებოდა ისრაელში, ქალაქ იერუსალიმში. კურსი ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო, რადგან სსსმ ბავშვების ინკლუზიური განათლება და ინტეგრაცია აქტუალური თემაა. ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ბავშვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში.
ჩემთვის, როგორც
პედაგოგისათვის, ეს გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან ისრაელის
სახელმწიფო წარმატებულად მუშაობს ამ თემაზე წლების განმავლობაში. მოსწავლის ინტეგრაციის
ერთ-ერთი პრინციპი არის საზოგადოების ტოლერანტობა და მზადყოფნა მათ მისაღებად.
კურსის ფარგლებში
ვესტუმრეთ „ფრანკელის“ სკოლას, სადაც გაგვაცნეს ჩვენთვის საინტერესო ინტეგრაციის
მოდელი. სსსმ მოსწავლეები სწავლობენ თანატოლებთან ერთად სპეციალური პედაგოგების
დახმარებით. სკოლაში შექმნილია ტოლერანტული და მეგობრული გარემო, სადაც ნორმატიული
და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან.
ერთ-ერთი ვიზიტი იყო სპეციალურ ბაგა-ბაღ „გან
ტაცპიტში“. ფსიქოლოგიური და ფსიქიური პრობლემების დროული გამოვლენა, დიაგნოსტიკა
და დიაგნოზის დასმა ძალიან მნიშვნელოვანია საკორექციო ზომებისათვის. ლოგოპედები,
კორექციული პედაგოგები და სხვა სპეციალისტები აკვირდებიან ბავშვებს ბაღში და საკორექციო მომსახურებას უწევენ მათ. 3 წლის ასაკამდე დაწყებული ინტენსიური თერაპიის შედეგად, სპექტრზე მყოფ ბავშვთა უმრავლესობას განვითარებაში საგრძნობი წინსვლა აღენიშნება.
კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა სწავლება. ფსიქოლოგიური ანალიზისა და ქცევის შეფასების საფუძველზე ასა-ს ბავშვები
ესწრებიან ყველა გაკვეთილს ან არჩევით საგნებს, რადგან ასეთი ბავშვები ხშირად ვერ
ეგუებიან გარემოს. კურსის ფარგლებში ვესწრებოდით ლექციებს და ვმუშაობდით
პროექტებზე.
ისრაელში ვიზიტი იყო ნაყოფიერი და ძალიან
საინტერესო.
ვ. კობახიძე