სსიპ-ქალაქ თბილისის
N128 საჯარო სკოლის IX1 კლასის
მოსწავლეებისა და
დამრიგებლის ქ-ნ ნინო კობიაშვილის ორგანიზებით
მოეწყო სოციალური
აქცია „საახალწლო
სასწაული“. გთავაზობთ ქალბატონი ნინოს წერილს:
ბედნიერებაა, როცა სიკეთის
კეთება
შეუძლია
ადამიანს
და
სამაგიეროდ
არაფერს
ითხოვს.
კეთილი
ადამიანის
გული
ხომ
უსაზღვრო
სიყვარულს
იტევს...
ვისაც
სიყვარული
და
სიკეთე
შეუძლია,
ის
ბოროტებას
არასოდეს
ჩაიდენს.
ქ.თბილისის N128 საჯარო სკოლის მე-91კლასის მოსწავლეებმა
ნ.ექიზაშვილმა, თ.ქურდოვანიძემ და მ.ნარმანიამ სოციალურ
ქსელში
ნახეს
„დედების
ფონდი“
და
მადლიანმა
სიკეთემ
თავისი
სიტყვა
თქვა.
გოგონებმა სკოლის ყველა კლასი მოიარეს და შეაგროვეს საახალწლო საჩუქრები: ტანსაცმელი, სათამაშოები, პროდუქტები... მე-91
კლასის
გადაწყვეტილებით
კლასისთვის შეძენილი დიდი ნაძვის ხეც თავისი სათამაშოებით შეგროვილ საჩუქრებს მიემატა და 28 დეკემბერს მარტოხელა, სოციალურად დაუცველი, ს.კურტანიძის ოჯახმა გაიხარა.
სკოლაში იმდენი საჩუქარი შეგროვდა, რომ მხოლოდ სამარშრუტო ტაქსში ჩაეტია.
ალბათ ენით აუწერელია ის მოულოდნელი სიხარული, რომელიც მასპინძელ პატარა გოგონებს ეწვია ახალი წლის დამდეგს.
სიხარული და ჯანმრთელობა არ მოჰკლებოდეს პატარებს, მოზრდილებს,
ახალგაზრდებს
და
ყველა
კეთილ
ადამიანს.
ოჯახი
და
სკოლა
ხომ
სიკეთის
და
სიყვარულის
წმინდა
წყაროა.
ჩვენს
ერსაც ერთგულება, სიმართლე, სიკეთე და სიყვარული, რწმენა და იმედი გადაარჩენს და გააძლიერებს.
N128 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის IX1 კლასის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს, ქალბატონ ნინო კობიაშვილს აქციის ორგანიზებისათვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.