18.12.18

განცხადება (მოსწავლეთა ინიციატივა)


 „პროექტის ფარგლებში გვინდა დავეხმაროთ კურტანიძეების გაჭირვებულ ოჯახის წევრებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და ძალადობის მსხვერპლნი. ისინი ცხოვრობენ უმძიმეს პირობებში: პატარა, ნაქირავებ, კეთილმოუწყობელ ოთახში. მათი ერთადერთი შემოსავალია სოციალური დახმარება ორასი ლარის ოდენობით, საიდანაც ასი ლარი ქირაში, ხოლო ოცდაათი კომუნალურ გადასახადებში ეხარჯებათ.  გვსურს ამ ოჯახს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ რთული ყოფა-ცხოვრება და ბავშვებს: ხუთი წლის ანამარიას და ორი წლის ბარბარეს დავუბრუნოთ რწმენა, რომ ახალ წელს სასწაულები ხდება. მსურველებს მოგიწოდებთ, რომ 27-დეკემბრამდე სკოლის მე-2 სართულზე IX.ა კლასში მოიტანოთ ოჯახისთვის საჭირო: ტანსაცმელი, არამალფუჭებადი პროდუქტი, ნივთები და ა.შ.“
                                                                    მეცხრე პირველი კლასის საინიციატივო ჯგუფი

No comments:

Post a Comment