17.12.18

შეხვედრა მშობლებთან


       2018 წლის 14 დეკემბერს სსიპ-ქალაქ თბილისის N128 სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა მშობლები.
შეკრებილი მშობლების წინაშე მოხსენებით წარსდგა სკოლის დირექტორი ქ-ნი გულნაზ ხორბალაძე. მან ისაუბრა სკოლის მიღწევებსა და 2018-2019 სასწავლო წელს დაგეგმილ მიმართულებებზე. დირექტორი დაწვრილებით შეეხო სკოლაში დანერგილ ინოვაციას.



 მან აღნიშნა, რომ 2018-2019 სასწავლო წლის 1 ოქტომბრიდან სკოლა ჩართულია სკოლის მართვის ელექტრონულ სისტემაში „Schoolbook”. ამ სიახლის წყალობით სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ სკოლაში მიმდინარე პროცესებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.



      მშობლებმა დადებითად შეაფასეს სკოლაში დანერგილი ინოვაცია. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ელექტრონული მომსახურება საშუალებას აძლევთ დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან შევიდნენ ელექტრონულ ჟურნალში, ნახონ თავიანთი შვილების დასწრება, მიღებული აკადემიური შედეგები, სასწავლო დავალებები, სასკოლო სიახლეები, აგრეთვე, ისარგებლონ შეტყობინების ფუნქციით, რათა მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ მასწავლებლებთან.



     მშობლებმა გამოთქვეს სურვილი მეორე სემესტრიდან აქტიური მონაწილეობა მიიღონ სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.



No comments:

Post a Comment