20 მაისს ჩვენი სკოლის II3 კლასი დამრიგებელ თამარ
ნადიკაშვილთან ერთად ეწვია სახანძრო
მუზეუმს.
ბავშვებმა
დიდი
ინტერესით
დაათვალიერეს
მუზეუმი,
გაეცნენ ექსპონატებს.
პატარებმა
ნახეს
ის
ხელსაწყოები
და
საშუალებები,
რომელთა საშუალებითაც მაშველები
ადრეულ
პერიოდში ებრძოდნენ ხანძარს.
მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კედელში მოწყობილმა ოთახმა, რომელშიც ნაჩვენები იყო თუ რა შედეგი მოაქვს უყურადღებოდ დატოვებულ ელექტროღუმელს. ბავშვებისათვის ძალიან საინტერესო იყო ოპერის თეატრის მაკეტის ნახვა; მუზეუმის თანამშრომელმა ბავშვებს გააცნო თბილისის ოპერის თეატრის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა.

ბავშვებმა თვალსაჩინოებაზე ნახეს ხელოვნურად მოწყობილი რამდენიმე ხანძარი, დაათვალიერეს საპატიო სტენდზე
გამოფენილი
გმირი
მეხანძრეების
ფოტოები,
ხანძრის
ამსახველი
ნახატები, ასევე, მეხანძრეების
მინიატურული
ქანდაკებები.
ექსკურსიის ბოლოს პატარებმა თანამედროვე სახანძრო
მანქანა დაათვალიერეს,
ჩაფხუტებიც
მოირგეს
და
მამაც
მეხანძრეებთან
ერთად სამახსოვრო
ფოტოები გადაიღეს.
No comments:
Post a Comment