20.4.18

იმიტირებული სასამართლო


2018 წლის 11 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის VIII1 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გამართეს იმიტირებული სასამართლო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გ. ლეონიძის უკვდავი ნაწარმოების, „მარიტას“ მთავარი პერსონაჟის ციციკორეს გასამართლებას. ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში „ძალადობისგან თავისუფალი სკოლა“.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, წესრიგისა და კანონის უზენაესობის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; მეორე მხრივ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, სადავო საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობის, დისკუსიისა და კამათის წარმართვის, როლური ტექსტების შექმნის, განსხვავებულ სიტუაციაში სამეტყველო ქცევის შეცვლის უნარების განვითარებას.
მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმეებისა და ნაფიცი მსაჯულების როლები. არგუმენტირებულად იმსჯელეს პრობლემურ საკითხზე, გამოამჟღავნეს ლიტერატურული ნაწარმოების სიღრმისეული წვდომის უნარი. ისინი ღიად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს, აყალიბებდნენ დასკვნებს.





როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მისიას. მათ შორის პაექრობა იყო საინტერესო, რადგან ემყარებოდა ლიტერატურულ ფაქტებსა და არგუმენტებს.















ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ მხარეთა შეჯიბრის საფუძველზე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ბრალდებული ციციკორე ბაქრაძე ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ სცნო.




მოსამართლემ - ნ. რაფავამ გამოიტანა ვერდიქტი და ბრალდებულ ციციკორე ბაქრაძეს მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.



იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს იმიტირებულ ლიტერატურულ სასამართლოს და მხარი დაუჭირეს სწავლების პროცესში ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას.









No comments:

Post a Comment