16 მარტს 128-ე სკოლის მოსწავლეები ფიზიკის პედაგოგებთან
ქეთევან სადრაძესთან და მარიანა თაბუკაშვილთან
ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესორ დავით სონღულაშვილის
ლაბორატორიაში. მათ ჩაუტარდათ ფიზიკის გაკვეთილი
ვირტუალურ და ვირტუალურ-რეალურ ლაბორატორიაში. მოსწავლეები გაეცნენ უახლეს ინფორმაციას
ფიზიკის დარგში. მათ ჩაატარეს ცდები და ექსპერიმენტები ამ ლაბორატორიის გამოყენებით; მოსწავლეები ეზიარნენ უახლესი ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპებს.
ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ასეთ
ლაბორატორიაში მუშაობა ნებისმიერ მოსწავლეს დააინტერესებს და დიდი სურვილი აქვთ, რომ
მსგავსი ლაბორატორია მათ სკოლაშიც ფუნქციონირებდეს.
დიდი მადლობა ტექნიკურ უნივერსიტეტს და ბატონ დავით სონღულაშვილს!
ReplyDelete