15.3.18

ნორჩ ფიზიკოსთა წარმატება


2018 წლის 10 მარტს ჩატარდა  ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო აუთრიჩ-ჯგუფის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლას.
მასტერკლასების პროგრამაში ჩართულია 52 ქვეყანა და 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი. სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მონაწილეები ცერნის მოდერატორებთან ერთად ერთმანეთს დაუკავშირდნენ ვიდეო კონფერენციის საშუალებით. განიხილეს თავიანთი შედეგები. ჩაატარეს ვიქტორინა და ყოველვე ამის შემდეგ ახალგაზრდებს გადაეცათ საერთაშორისო მასტერკლასში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს 128-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა: 


ბედენაშვილი ლუკა, ჟვანია დავით, ჟორჟოლიანი გიორგი, გოცირიძე ქრისტინე, ქაჯაია ნინო, კვერცხიშვილი ელენე, შონია მაკა, რამაზაშვილი ნანა, ვარძიაშვილი ნინო. პედაგოგი ქეთევან სადრაძე. მოსწავლეებმა გამოიჩინეს კარგი მომზადება და საუკეთესო კვლევითი უნარები. დღის ბოლოს ყოველი მათგანი დაჯილდოვდა საერთაშორისო სერტიფიკატით.