25.12.17

ინტერაქტიული გაკვეთილი IV(4) კლასში


 მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში  მანანა დარსანიას სადამრიგებლო მე-4(4) კლასში, სილამაზის სალონის მფლობელი მშობლის, ფიქრია გიორგაძეს დახმარებით ჩატარდა ინტერაქტიული გაკვეთილი:

                                                                        
მშობელმა, საინფორმაციო სლაიდის დახმარებით:
•             ბავშვებს სალონებში ინფექცირების რეალურ საფრთხესთან ერთად  პრევენციის გზებიც აჩვენა;
•             ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას;
•             სილამაზის სალონებში გამოყენებული იარაღების დეზინფექციისთვის სპეციალური სასტერილიზაციო აპარატის მნიშვნელობა აუხსნა;
•             ისაუბრა თმის, სახის, ფრჩხილების მოვლის წესებსა და საშუალებებზე;
ბოლოს ბავშვებს უსაფრთხო  კოსმეტიკური საშუალებებით გაუკეთა ლამაზი ვარცხნილობები  და მოუწესრიგა ფრჩხილები.

გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა.