25.12.17

მშობლის გაკვეთილი "ბულინგი მოზარდებში"

             მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მანანა დარსანიას სადამრიგებლო მე-4(4) კლასშისამართალდამცველი მშობლის, ნორა აბუთიძეს დახმარებით ჩატარდა ინტერაქტიული გაკვეთილი, თემაზე: „ბულინგი მოზარდებში“.




          მშობელმა საინფორმაციო სლაიდის დახმარებით:
·        განმარტა ტერმინი ბულინგი (ინგ.Bullying) მნიშვნელობა.
·        გამოჰყო   ბულინგის შემდეგი ტიპები:
1.      ფიზიკური (დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და ..);
2.      ვერბალური (დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები);
3.      ფარული/შენიღბული ბულინგი (რთული მისახვედრია როდის ხორციელდება; მოძალადე "ჩაგრული" პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის
რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე);
4.      კიბერბულინგი (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება."კიბერბულინგში" მოიაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და ანგარიშების შექმნა).
·        გააცნო:
1.      მოძალადის მახასიათებლები;
2.    ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ემოციური და ქცევითი მახასიათებლები;
3.    ფიზიკური მახასიათებლები;
4.      მახასიათებლები, რომლებიც სკოლას უკავშირდება;


გაკვეთილი საინტერესო, შემეცნებთი და ხალისიანი გამოვიდა. ბავშვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ბულინგის ყველანაირი გამოვლინება და გადაჭრით თქვას "არა, ძალადობას!"

















No comments:

Post a Comment