2019 წლის 6 მარტს და 18 მარტს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის
პროფესორი, ბატონი შალვა საბაშვილი კვლავ ეწვია ლექციების ციკლით 128-ე საჯარო სკოლას.
6 მარტს მან ჩაატარა ლექცია თემაზე: „მზის სისტემა და მისი აგებულება“, ხოლო 18 მარტს
- თემაზე „ვარსკვლავთა და გალაქტიკათა სამყარო“.
ლექციები ჩატარდა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების კვლევის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფიზიკის პედაგოგი
ქ-ნი ქეთევან სადრაძე.
ლექციამ ჩვენი სკოლის
მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ბატონმა შალვამ
მოსწავლეთა მრავალ შეკითხვას გასცა პასუხი.
მოსწავლეებმა გამოთქვეს
საბავშვო უნივერსიტეტში გაწევრიანების და ასტრონომიის უფრო ღრმად შესწავლის სურვილი.