20.3.18

სტუმრად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში


16 მარტს 128-ე სკოლის მოსწავლეები ფიზიკის პედაგოგებთან ქეთევან სადრაძესთან და მარიანა თაბუკაშვილთან  ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესორ დავით სონღულაშვილის ლაბორატორიაში. მათ ჩაუტარდათ ფიზიკის გაკვეთილი  ვირტუალურ და ვირტუალურ-რეალურ ლაბორატორიაში. მოსწავლეები გაეცნენ უახლეს ინფორმაციას ფიზიკის დარგში. მათ ჩაატარეს ცდები და ექსპერიმენტები ამ ლაბორატორიის გამოყენებით;  მოსწავლეები ეზიარნენ უახლესი ტექნოლოგიების  მუშაობის პრინციპებს.



ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ასეთ ლაბორატორიაში მუშაობა ნებისმიერ მოსწავლეს დააინტერესებს და დიდი სურვილი აქვთ, რომ მსგავსი ლაბორატორია  მათ სკოლაშიც ფუნქციონირებდეს.






1 comment:

  1. დიდი მადლობა ტექნიკურ უნივერსიტეტს და ბატონ დავით სონღულაშვილს!

    ReplyDelete