30.1.18

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ-ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის ერთობლივი მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია „განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ“


2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სსიპ ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა მოსწავლეთა კონფერენცია „განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ“.
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ინტერესების განვითარება, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირება, ერუდიტების გამოვლენა და სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის გაღვივება, კონკურენტულ გარემოსთან შეგუების უნარის გამომუშავება, მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლება და მოსწავლეთათვის სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილების დაგროვება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სსიპ ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის VIII-XII კლასების მოსწავლეები.

კონფერენცია ჩატარდა ორ ეტაპად:
I ეტაპზე საგნობრივმა კათედრებმა განიხილეს მოსწავლეთა თემები და გამოავლინეს საგანში  საუკეთესო ნაშრომების ავტორები (27 ნოემბერი-17 დეკემბერი):
1.       ანზორ ორაგველიძე (VIII1 კლასი)  – „უშვილობა და მისი გამომწვევი მიზეზები“ (ბიოლოგია); პედაგოგი თეა ძაგნიძე.
2.       ანა ჩილაძე (X1 კლასი) – „სამოქალაქო თვითშეგნება“ (ისტორია); პედაგოგი თამარ გაგუა.
3.       ანა ჩილაძე და ბარბარე გვენეტაძე (X1 კლასი) – „მიგრაცია“ (ინგლისური ენა); პედაგოგი ილონა აფაქიძე.
4.       ანა ჩილაძე, ბარბარე გვენეტაძე და მარიამ გაჩეჩილაძე (X1 კლასი) – „საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი“  (გეოგრაფია); პედაგოგი მარიამ პატარაია.
5.       ელენე ზაალიშვილი (IX2კლასი) – „პიროვნება-საზოგადოება და დანაშაული-სასჯელი“ (ქართული ენა და ლიტერატურა); პედაგოგი ინგა ვანიძე.
6.       ივანე მხეიძე (X1 კლასი) – „სამყაროს დასასრული“  (ფიზიკა); პედაგოგი ქეთევან სადრაძე.
7.       ლაშა ტავლალაშვილი (XII3 კლასი) – „უსინათლო ადამიანის დამხმარე რადიოლოკაციური ხელჯოხი“ (ფიზიკა); პედაგოგი ქეთევან სადრაძე.
8.       მარიამ გაჩეჩილაძე და ივანე მხეიძე (X1 კლასი) – „უთანასწორობა“  (ინგლისური ენა); პედაგოგი ილონა აფაქიძე.
9.       ნიკა გოგეშვილი (X2 კლასი) – „ოზონის ხვრელი“  (ფიზიკა);  პედაგოგი ქეთევან სადრაძე.
10.   ნანა რამაზაშვილი და ნინო ვარძიაშვილი (XI2 კლასი) – „მომავლის ტრანსპორტი“  (ფიზიკა); პედაგოგი ქეთევან სადრაძე.
11.   ნინო რაფავა (VIII1 კლასი) – „კრიზისული ასაკი“  (ბიოლოგია); პედაგოგი თ. ძაგნიძე.
12.   სალომე კავთელაძე, მარიამ ვეფხვაძე (X2 კლასი) –„მომავლის ტექნოლოგიები“  (ფიზიკა);  პედაგოგი ქ. სადრაძე.
13.   ხატია სტურუა (IX2 კლასი) – „ჩემი ვედრება“  (ქართული ენა და ლიტერატურა); პედაგოგი ინგა ვანიძე.
14.   ანა ვაშაკიძე და ნიკა თანდაშვილი (VIII3 კლასი) – „C ჰეპატიტი“  (ბიოლოგია);  პედაგოგი მარიამ ნარინდოშვილი.
15.    გიორგი ჟორჟოლიანი და დავით ჟვანია (XI2 კლასი) –„ჰიგსის ბოზონი“ (ფიზიკა); პედაგოგი ქეთევან სადრაძე.

II ეტაპზე, ა/წ 26 იანვარს თსუ-ს ბაზაზე ჩატარდა კონფერენციის შემაჯამებელი ეტაპი.
კონფერენცია საზეიმოდ გახსნა თსუ-ს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა.  მოსწავლეებმა საჯაროდ წარადგინეს თავიანთი ნაშრომები. მომხსენებლების შეფასების მიზნით შეიქმნა ორი  -  საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული სექცია. მოსწავლეები გადანაწილდნენ სექციებში, იმსჯელეს საკვლევი თემის შესახებ, წარმოადგინეს ფაქტები, არგუმენტები და საკუთარი დასკვნები, უპასუხეს პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს.
დაჯილდოება - დასასრულს გაიმართა მოსწავლეთა დაჯილდოება. ჟიურის თავმჯდომარემ, თსუ-ს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ჭკუასელმა დაასახელა 8 საუკეთესო ნაშრომის ავტორი. კონფერენციის მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა გადაეცა უნივერსიტეტის სიგელი და სუვენირი. აგრეთვე პედაგოგები: აფაქიძე ილონა (ინგლისური),  გაგუა თამარი (ისტორია), ვანიძე ინგა (ქართული), ნარინდოშვილი მარიამი (ბიოლოგია), პატარაია მარიამი (გეოგრაფია), სადრაძე ქეთევანი (ფიზიკა) და ძაგნიძე თეა (ბიოლოგია)  დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით მკვლევარ-მოსწავლეებთან გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის.

ჟიურიმ გამარჯვებულად სცნო კონფერენციის დასკვნითი ეტაპის შემდეგი მოსწავლეები:
  1. ანზორ ორაგველიძე (VIII1 კლასი)  – „უშვილობა და მისი გამომწვევი მიზეზები“ (ბიოლოგია);
  2. ანა ჩილაძე (X1 კლასი) – „სამოქალაქო თვითშეგნება“ (ისტორია);
  3. ბარბარე გვენეტაძე (X1 კლასი) – „მიგრაცია“ (ინგლისური ენა);
  4. ელენე ზაალიშვილი (IX2კლასი) – „პიროვნება-საზოგადოება და დანაშაული-სასჯელი“ (ქართული ენა და ლიტერატურა);
  5. ლაშა ტავლალაშვილი (XII3 კლასი) – „უსინათლო ადამიანის დამხმარე რადიოლოკაციური ხელჯოხი“ (ფიზიკა)
  6. მარიამ გაჩეჩილაძე (X1 კლასი) – „უთანასწორობა“  (ინგლისური ენა);
  7. გიორგი ჟორჟოლიანი (XI2 კლასი) –„ჰიგსის ბოზონი“ (ფიზიკა);
  8. დავით ჟვანია (XI2 კლასი) –„ჰიგსის ბოზონი“ (ფიზიკა).

აღნიშნულ მოსწავლეებს თსუ-ს სახელით გადაეცათ სერტიფიკატები და სკოლის სახელით  - ფასიანი საჩუქრები.

ფოტო-მასალა:















 









 










P.S. აღნიშნული ღონისძიების შესახებ გამოქვეყნდა თსუ-ს ვებ-გვერდზე (იხილეთ) და საგანმანათლებლო გაზეთში "ახალი განათლება" (იხილეთ).

2 comments:

  1. 128 საჯარო სკოლის ფავორიტი მოსწავლეები,ძალიან მიყვარხართ

    ReplyDelete
  2. გილოცავთ გამარჯვებას!თქვენ ჩვენი სკოლის სიამაყე ხართ! წარმატებები!!!

    ReplyDelete