ნორჩ შემოქმედთა კლუბის „წიგიერი თაობის“ წევრები დაესწრნენ ქართული მულტიპლიკაციური ფილმის „ბომბორა სწავლას იწყებს“ ჩვენებას. ფილმის დასრულების შემდეგ პატარებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები პერსონაჟების შესახებ.
კლუბის წევრთა მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მოსწავლეებმა შექმნეს ფილმის სიუჟეტის შესაბამისი ილუსტრაციები, მოეწყო ნამუშევრების პრეზენტაცია.
პატარა პრეზენტატორები:
ნორჩ შემოქმედთა კლუბ ,,წიგნიერი თაობის‘’ სამუშაო შეხვედრა ღია ცის ქვეშ - თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. შეხვედრის თემა: ,,ძველი ქართული ტრადიციები“.
ნორჩ შემოქმედთა კლუბ ,,წიგნიერი თაობის‘’ რამდენიმე შეხვედრა დაეთმო შემოდგომის თემას. კლუბის წევრებმა მხატვრულად წაიკითხეს შემოდგომის თემაზე დაწერილი საბავშვო ნაწარმოებები, შექმნეს და სკოლის დერეფანში გამოფინეს ნამუშევრები სახელწოდებით: ,,შემოდგომის ფერები“.
ნორჩ შემოქმედთა კლუბში მომზადდა და ჩატარდა საშობაო
ღონისძიება. მოსწავლეებმა მხატვრულად
წაიკითხეს შობა-ახალწლისადმი მიძღვნილი ლექსები, მოაწყეს მსვლელობა სკოლის დერეფნებში.
კლუბის
წევრები ,,ალილოს“ მსვლელობაზე.
,,ჩვენ ვიწყებთ კითხვას“ - პირველი ნაბიჯები წიგნის
სამყაროში!
კლუბის
წევრებმა წარმოადგინეს თავისი საყვარელი წიგნები, ისაუბრეს მათ შესახებ, დაახასიათეს
საყვარელი პერსონაჯები, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. მსმენელებმა შეაფასეს პრეზენტატორების გამოსვლა.
შეხვედრის ბოლოს შეირჩა ნაწარმოები (ი. გოგებაშვილის ,,ორი ყვინჩილა“), რომელსაც
პატარა მკითხველები შემდგომი შეხვედრისთვის წაიკითხავენ.
,,ნორჩ შემოქმედთა კლუბის“ მორიგი შეხვედრა დაეთმო წაკითხული
ნაწარმოების ილუსტრირებას. კლუბის წევრებმა საკუთარი ნამუშევრებით შექმნეს
კედლის გაზეთი: ,,ჩემი საყვარელი პერსონაჟი“.
შეხვედრა
იყო საინტერესო და პროდუქტიული. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში. თითოეული
მათგანი იყო აქტიური და რაც მთავარია მოტივირებული.
---
,,ნორჩ შემოქმედთა” კლუბის მორიგი სამუშაო შეხვედრა. აქტიური მკითხველები მეგობრებს უზიარებენ შთაბეჭდილებებს საყვარელი წიგნებისა და პერსონაჟების შესახებ.
,,ნორჩ შემოქმედთა“
კლუბის ერთი სამუშაო შეხვედრა დაეთმო ეკოლოგიის თემაზე შექმნილი ანიმაციური ფილმის, ,,მოხუცი მუხის ზღაპრის“, ჩვენებას.
ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოხატეს შთაბეჭდილებები, დაახასიათეს
და შეაფასეს ფილმის პერსონაჟები, გაიხსენეს მსგავს თემაზე ნანახი ფილმები, ნასწავლი
ნაწარმოებები, ისაუბრეს პირად გამოცდილებაზე.
შეხვედრის
დასასრულს გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები:
მცენარეებს დიდი სარგებლობა მოაქვთ ადამიანებისთვის, ბუნებას მოვლა და გაფრთხილება
სჭირდება.
,,ნორჩ
შემოქმედთა“ კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს
სასკოლო პროექტში: ,,სიკეთე გადამდებია“. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები
სიკეთის თემაზე, გამოუშვეს კედლის გაზეთი ,,სიკეთით მივწვდებით მზეს“. მოეწყო მხატვრული კითხვის საათი. მოსწავლეებმა წაიკითხეს
სიკეთის თემაზე დაწერილი ნაწარმოებები.
პროექტიში
მონაწილეობის მიზანი იყო: მოსწავლეების აქტიურ
მოქალაქეებად ჩამოყალიბება, მათში თანადგომისა
და ემპათიის უნარის გამომუშავების ხელშეწყობა.
,,ნორჩ შემოქმედთა“
კლუბის ბოლო შეხვედრაზე პატარა მკითხველებმა
გამოყვეს მათთვის ყველაზე საინტერესო ნაწარმოებები,
წიგნები, პერსონაჟები. დასახელდა ასევე ყველაზე
აქტიური მკითხველების გვარები.
შეხვედრის
დასასრულს მოსწავლეთა მონაწილეობით შეირჩა
ნაწარმოებები, რომლებსაც კლუბის წევრები ზაფხულის განმავლობაში წაიკითხავენ.
____
წიგნის მოყვარულთა კლუბი "წიგნიერი თაობა"- 2017-2018 ს/წ - იხილეთ.