წიგნის კლუბი (ხელმძღვანელი ნინო არაბული) - IV(ა) კლასი

  სსიპ-ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს წიგნის მოყვარულთა კლუბი "წიგნიერი თაობა" ქალბატონ ნინო არაბულის ხელმძღვანელობით.

წაიკითხეთ



5 ოქტომბერი, 2017

2 ნოემბერი, 2017
კლუბის წევრები სკოლის ბიბლიოთეკაში
https://www.facebook.com/128skolatbilisi

რ.ჯ. პალაციოს  „საოცრება“-ს განხილვა
http://128skola.blogspot.com/2017/12/blog-post_29.html

31.01.2017
კლუბ ,,წიგნიერი თაობის“ წევრებმა ჰანს ქრისტიან  ანდერსენის ნაწარმოების მიხედვით დადგეს სპექტაკლი ,,თოვლის დედოფალი“.   





 31 იანვარს შედგა კლუბ წიგნიერი თაობის“ წევრთა მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა მოისმინეს სარა პენიპეკერის წიგნის „პაქსის“ პრეზენტაცია; შეიმუშავეს წიგნის წაკითხვის გრაფიკი.

 შემოგვიერთდით, ერთად ვიკითხოთ! 



15.02.2018
მზადება წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად




16.02.2018
კლუბის წევრების ღონისძიებები კითხვის საერთაშორისო დღეზე.
http://128skola.blogspot.com/2018/02/blog-post_32.html










***
კლუბ "წიგნიერი თაობის" ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ მშობლები.











***
კლუბის წევრთა ინიციატივით მოეწყო დედის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო. მოზარდებმა სტუმრებს მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება, მხატვრულად წაიკითხეს  მშობლების საყვარელი ლექსები. შეხვედრა იყო გულთბილი და ემოციური.





















(სურათების გასადიდებლად დააწკაპეთ მასზე).

----



   წიგნის კლუბის წევრებმა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაუთმეს თემას ,,ბავშვები ძალადობის წინააღმდეგ‘’. მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე ,,არა ძალადობას“ და მოაწყვეს  საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია. გაიმართა დისკუსია, დასასრულს ღონისიების მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლითაც გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
12.04.18












---
15.04.18





---
               წიგნის კლუბის მორიგი სამუშაო შეხვედრა
    ამჯერად  კლუბის აქტიური მკითხველები მეგობრების წინაშე წარსდგნენ წიგნების: ქეთევან ერსკინის ,,ჯაფარას’’ და  მ.ჯ ლეონარდის ,, ხოჭო ბიჭის ‘’ პრეზენტაციით. პატარა მკითხველებმა მეგობრებს გააცნეს აღნიშნული ნაწარმოებების თემა, ჟანრი,ხასიათი, მთავარი მოქმედი გმირები, გამოთქვეს საკუთარი შთაბეჭდილებები,  უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.  მოკლე ანოტაციის შემდეგ მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა (ინტერესისა და გემოვნების შესაბამისად), წასაკითხად აირჩია ,,ჯაფარა“, მეორე ნაწილმა გადაწყვიტა ,,ხოჭო ბიჭის“  წაკითხვა.  იყვნენ გამონაკლისებიც,  რომლებმაც სხვა ნაწარმოებებზე შეაჩერეს არჩევანი.
     კლუბის წერები შეთანხმდნენ წიგნის წაკითხვის გრაფიკზე.

    წარმატებებს გისურვებთ, ჩემო პატარა მეგობრებო!   (კლუბის ხელმღვანელი - ნინო არაბული).
16.04.18









23 აპრილს  წიგნის კლუბის წევრები ეწვივნენ მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკას,  სადაც წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა საბავშვო მწერლებთან. პოეტებმა: გივი ჩიღვინაძემ, ედუარდ უგულავამ, მაიკო მიქაიამ და ნათია აბულაძემ ბავშვებთან ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე, იმ მარადიულ ღირებულებებზე, რომლებიც ადამიანს ამკობენ და ამშვენებენ, წაიკითხეს საკუთარი ლექსები, უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს. დასასრულს  კლუბის წევრებმა სტუმრებს მხატვრულად წაუკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები.

    შეხვედრა იყო გულთბილი და შთამბეჭდავი.







11 მაისს გამართული კლუბის სამუშაო შეხვედრა მთლიანად რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.  კლუბის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს მწერლის მოთხრობების წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები. გაიმართა დისკუსია, აზრთა გაცვლა- გამოცვლა.
     შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა შეავსეს ,,შთაბეჭდილებათა წიგნი“.








___

5 ივნისს წიგნის კლუბის წევრებმა მოაწყვეს საკუთრი ნაწარმოებების პრეზენტაცია, წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები. პატარებმა უპასუხეს თანატოლების შეკითხვებს.  შეხვედრა იყო საინტერესო და ემოციური.
















No comments:

Post a Comment