16.2.18

წიგნის კითხვის დღე ჩვენს სკოლაში

   ქალაქ თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში გაიმართა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.  


კლუბ „წიგნიერი თაობის“ წევრებმა (პედაგოგი ნ. არაბული) სკოლის დერეფნებსა და ფოიეში გამოფინეს საკუთარი ხელით დამზადებული ბანერები.



ბანერებზე გამოსახეს საყვარელი წიგნების (რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“, სარა პენიპეკერის „პაქსი“) გარეკანის ამსახველი გრაფიკული ნამუშევრები და შთაბეჭდილებები. 



შეკრებილ თანატოლებს ჩამოურიგეს ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები.


   წიგნების ანოტაციის შემდეგ წაიკითხეს მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი, ემოციური ადგილები, უპასუხეს თანატოლების შეკითხვებს.



პედაგოგების-ლეილა ხუციშვილისა და   მარინე ელიაშვილის ინიციატივით ჩატარდა კლასის საათი თემაზე ,,ჩემი საყვარელი წიგნის პერსონაჟები“.

 

პედაგოგი მარინე ელიაშვილი

„16 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებთან ვისაუბრეთ წიგნის კითხვის აუცილებლობაზე. განვიხილეთ მრავალი ავტორი და მათი ნაწარმოებები, მათ შორის: . ჭავჭავაძისგანდეგილიდააჩრდილი“, . ჰემინგუეისბერიკაცი და ზღვა“, ჯეკ ლონდონისთეთრი ეშვი“,  „წინაპართა ძახილიდა  „ოკეანეში დაკარგულები“. აგრეთვე მარკ ტვენისუფლისწული და მათხოვარი“. ბავშვებისთვის ვეცადეთ  გაგვეზიარებინა ის გამოცდილებაც, რომ  როგორ რთულადაც არ უნდა იწყებოდეს წიგნი და რამდენადაც არ უნდა გაგიჭირდეს მისი კითხვა, უნდა ეცადო არ მოეშვა. ასევე ვესაუბრეთ  იმის შესახებ, რომ შეუძლებელია საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდე, თუკი არ ხარ ნაკითხი და არ შეგიძლია ნებისმიერ საკითხზე თუნდაც მინიმალური ცოდნა გამოავლინო, ამაში კი საუკეთესო მასწავლებელი მაინც წიგნია. ულევი ინფორმაციის, გასაოცარი მუხტის და განწყობის მატარებელია ნებისმიერი წიგნი მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკიდან“. მშობელი მაია მჭედლიშვილი: „მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა  გამოცდილება ბავშვებისთვის და გვაქვს საშუალება ჩართული ვიყოთ  ჩვენი შვილების  სასკოლო ცხოვრებაში“. 




პედაგოგი მარიამ როჩიკაშვილი:





პედაგოგი მარიამ მზარეულიშვილი:





პედაგოგი ლია ბულაშვილი:


   წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით მანანა დარსანიას სადამრიგებლო  44  კლასის მოსწავლეებმა, ამავე სკოლის უფროსკლასელებს ხმამაღლა წაუკითხეს საყვარელი წიგნებიდან ეპიზოდები, თავიანთი შექმნილი დიდი წიგნები და  კედლის გაზეთები. სტუმრებმა კი მათ გააცნეს თანამედროვე მწერლების წიგნები. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს და შემდეგ გამართეს დისკუსია. 

 
 

***
   ღონისძიების დასასრულს შედგა რ.ჯ. პალაციოს ნაწარმოების, „საოცრებას“ მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება.

კლუბ "წიგნიერი თაობას" წევრები




ფილმი "საოცრება"  →  უყურეთ



---


   ჩვენი სკოლის რუსული ენის კათედრაზე (პედაგოგები: ნატალია ქოჩლაძე, ნინო კობიაშვილი, ნინო დავითიშვილი, მარინა ემუხვარი) დაიგეგმა და ჩატარდა რუსი მწერლების ნაწარმოებების საჯარო კითხვა VIII-XII კლასებში.



მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი ნაწარმოებების ნაწყვეტები: პუშკინის, ასადოვის, ჩეხოვის, ლაშლინის და სხვა ავტორების შემოქმედებიდან. უფრო ვრცლად გაეცანით რუსული ენის კათედრის ბლოგზე →  რუსული ენის კათედრა.