სსიპ
ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა, ქეთევან სადრაძემ მე-9-2 კლასის
მოსწავლეებთან ერთად განახორციელა კვლევითი პროექტი „კეპლერის კანონები და დედამიწა-მზის ლაგრანჟის
წერტილები“. მოსწავლეებმა
შექმნეს მზის სისტემის მოდელი, რომელზეც გამოსახეს პლანეტების ორბიტები და ლაგრანჟის
წერტილები.
პროექტს ერთ-ერთ ეტაპზე შემოუერთდა
ბუნებისმეტყველების პედაგოგი მარიამ გულბიანი. იგი პარალელურად ახორციელებდა პროექტის
აქტივობებს. მისი ხელმძღვანელობით მე-5-ა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს მზის სისტემის
მოდელები.
2023
წლის 25 მაისს ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი მე-9 და მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. მე-9
კლასის მოსწავლეებმა მათ წარუდგინეს თავიანთი შექმნილი მოდელი, უპასუხეს პატარების
კითხვებს, თავადაც დაუსვეს კითხვები პლანეტების შესახებ. პატარებმა გვაჩვენეს
თავიანთი შექმნილი მზის სისტემის მოდელები.
პროექტი ფარავს
მიმართულებას: მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში. პროექტმა დადებითი
გავლენა იქონია როგორც მე-9, ასევე მე-5 კლასის მოსწავლეთა თვალსაწიერის
გაფართოებაში.
No comments:
Post a Comment