13.6.22

სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლა მონაწილეობდა „დავითიანნის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ჩემი წიგნი“. მოსწავლეებს უნდა შეექმნათ წიგნის ყდა და წინასიტყვაობა, პირველი ეტაპი ჩატარდა ელექტრონულად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ყდის 3 ვარიანტი: გრაფიკული, ფერწერული და ტრიდე. I ეტაპზე გამარჯვებულებს II ეტაპზე უნდა წარედგინათ პრეზენტაცია და დაეცვათ თავიანთი ნამუშევრები. ღონისძიება ჩატარდა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, მონაწილეობდა 20 სკოლა. ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს მეორე ადგილი, რომელიც ჯილდოვდება 200 ლარიანი ფულადი პრემიით. თანხა გადაეცემა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად. პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ძნელაძე, მოსწავლეები: IXკლასი ანი ჩხეტია და გურამ ბორცვაძე, IXკლასი- მარიამ კიკნაძე.






No comments:

Post a Comment