13.2.21

როგორ ხვდება 128-ე საჯარო სკოლა თავის მონატრებულ მოსწავლეებს

უპირველეს ყოვლისა, მათ ელით ინტერაქტიური საგაკვეთილო პროცესი და თანამშრომლობითი გარემო;  აქ  ყველა მოსწავლეს მიეცემა შანსი გახდეს წარმატებული და  დაძლიოს პანდემიით გამოწვეული სტრესი და შფოთვა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია გაუწყოთ, რომ მეორე სემესტრიდან განათლების სამინისტროს მხარდაჭერით 128-ე საჯარო სკოლა ჩაერთო ახალი სკოლის მოდელში, 1-10 კლასებში ინტენსიურად დაინერგება კონსტრუქტივისტული მიდგომები , მოსწავლეები იმუშავებენ ახალი ტიპის- კომპლექსურ დავალებებზე, რაც გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს და გაააქტიურებს მოსწავლის შინაგან ძალებს. სასწავლო წლის ბოლოს  პროექტის ფარგლებში სკოლის საკლასო ოთახები   აღიჭურვება უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.







No comments:

Post a Comment