3.6.19

სკოლის პედაგოგის კვლევის დღიური


    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის ფარგლებში, „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“,  რომელსაც ატარებს ჩვენი სკოლის ფიზიკის პედაგოგი ქეთევან სადრაძე, საბუნებისმეტყველო კათედრასთან თანამშრომლობით, დაგეგმილი იყო ვიზიტები სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში.



   2019 წლის 6 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში.   
ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს მინი ლექცია ზეგამტარების თემაზე, გააცნეს ამ დარგის თანამედროვე მიღწევები, აჩვენეს მათ მიერ მიღებული ზეგამტარული მასალები. მოსწავლეები გაეცნენ ამ მასალების მიღების ტექნოლოგიას, ნახეს ის აღჭურვილობა და დანადგარები, რაც ამ მასალების მიღებისთვის არის აუცილებელი.  მოსწავლეთათვის ძალიან სასარგებლო იყო მეცნიერებთან შეხვედრა. მათ მრავალი საინტერესო ფაქტი გაიგეს მეცნიერების ცხოვრებიდან. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ სტუმრობით. მათ გამოთქვეს სურვილი, თავადაც დაუკავშირონ მომავალი პროფესია მეცნიერებას.

    2019 წლის 14 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის  . აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში.    
მოსწავლეებმა დაათვალიერეს არაორგანულ ნაერთთა ფიზიკურ ქიმიური ლაბორატორია, სადაც გაეცნენ კოორდინაციულ ნაერთთა სინთეზისა და კვლევის პრინციპებს. თერმოქიმიის ლაბორატორიაში ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა . მაჩალაძემ მოსწავლეებს აუხსნა ნივთიერების გარდაქმნის თანმხლები პროცესები.
ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიაში ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორმა . გიგაურმა მოსწავლეებს აჩვენა საქართველოში არსებული მინერალური ნედლეულის ნიმუშები, აუხსნა მათი გამოტუტვის მეთოდები.
მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ ვიზიტით. მათ ბევრი რამ გაიგეს, თუ როგორ გამოიყენენება ქიმია ყოფა-ცხოვრებაში.


    2019 წლის 17 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიმასწავლებელთა სახლის ფიზიკის ექსპერტმა ნუგზარ მოსულიშვილმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა ახლესი ხელსაწყოებითა და დანადგარებით აღჭურვილი ფიზიკის ლაბორატორია. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარების სპეციფიკას. ბატონმა . მოსულიშვილმა, რომელიც აგრეთვე არის CERN-ის (ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია) თანამშრომელი, მოსწავლეებს გააცნო მეცნიერების უახლესი მიღწევები მსოფლიო მასშტაბით, ესაუბრა ცერნში მიმდინარე თანამედროვე კვლევებზე და მათ შედეგებზე. მოსწავლეებს უამრავი შეკითხვა ჰქონდათ, რაზედაც ბატონმა ნუგზარმა ამომწურავად უპასუხა.  მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ ვიზიტით.



No comments:

Post a Comment