2018 წლის 22-23 სექტემბერს თბილისში გაიმართა სკოლის დირექტორთა
ყოველწლიური „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სკოლის მართვისა და ლიდერობის
მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
სსიპ-ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ხორბალაძე ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით „ძალადობა სკოლაში-პრევენცია
და მასზე რეაგირების გზები“.
დირექტორმა განმარტა, რომ პროექტის განხორციელების მთავარი
მიზანი იყო სკოლაში ძალადობისაგან თავისუფალი, თანასწორობასა და პატივისცემაზე დამყარებული
გარემოს შექმნა. მიზნის შესასრულებლად დაისახა კონკრეტული ამოცანები: ბულინგის შესახებ
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ძალადობის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებების ღიად
გამოხატვა, ძალადობის პრევენციასა და მართვაში პედაგოგთა და მშობელთა კომპეტენციის
ამაღლება, პროექტის ფარგლებში სააღმზრდელო რესურსის შექმნა.
ვიდეო
პრეზენტაცია
No comments:
Post a Comment