26.12.17

მშობლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი II (3) კლასში

15 ნოემბერს სოციალური პროექტისმშობელთა ჩართულობა უკეთესი განათლებისათვისფარგლებში სკოლაში მოწვეული იყო ნიკა გუგეშაშვილის დედა - სოფო ბერელიძე პროფესიით ფარმაცევტი, რომელმაც ჩაატარა გაკვეთილი თემაზევიტამინები და მათი მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის“. გაკვეთილი საკმაოდ შემეცნებითი და სახალისო იყო. საწყის ეტაპზე სტუმარი ბავშვებს ესაუბრა ზოგადად ფარმაცევტის პროფესიის შესახებ, გაიმართა დისკუსია მოსწავლეთა მონაწილეობით. იყო სახალისო აქტივობა-მოსწავლეებმა დახატეს მათთვის ნაცნობი ხილი, ნახატები გავაკარით დაფაზე და შეიქმნა ხილის დაფა“. შემდეგ ნაჩვენები იყო სლაიდ შოუ ვიტამინებისა და პირადი ჰიგიენის შესახებ. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი გულნაზ ხორბალაძე და სკოლის ექიმი თამარ რამიშვილი.

                                       II3 კლასის დამრიგებელი თამარ ნადიკაშვილი