26.12.17

პროექტი „მშობელთა ჩართულობა უკეთესი განათლებისთვის“ I (3) კლასში

სასკოლო პროექტის „მშობელთა ჩართულობა უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას, Iკლასის მოსწავლის მშობელმა ქეთევან ცნობილაძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე „ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები“. სტუმარმა პატარებს გააცნო  კვების პირამიდა, აჩვენა პრეზენტაცია ხუთი ყველაზე მავნე პროდუქტის შესახებ და ჩართო ბავშვები მრავალფეროვან აქტივობებში. გაკვეთილი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის.

კლასის დამრიგებელი ეკატერინე ხვედელიძე