19.12.17

პროექტი „ჩემი საოცნებო ბიბლიოთეკა“

 დასრულდა სასკოლო პროექტ „ჩემი საოცნებო ბიბლიოთეკის“  პირველი და მეორე ეტაპები, რომლებიც მშობელთა ჩართულობისა და სასკოლო საზოგადოების გააქტიურებას ისახავდა მიზნად. პროექტის ფარგლებში შეგროვდა 680 კგ.მაკულატურა, რომლის სანაცვლოდ შევიძინეთ ახალი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისათვის. ასევე მოეწყო სასკოლო ბიბლიოთეკის პროექტისათვის ნახატების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთა ნახატების მიხედვით VI-1 კლასის მშობელმა ვასილ ტაბიძემ შეადგინა პროექტი ახალი სასკოლო ბიბლიოთეკისათვის.
პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისა და გულისხმიერი დამოკიდებულისათვის სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობლებს: დონარა დემურიშვილს (6-3 კლასის მოსწავლის მარიამ მეიშვილის მშობელი) და ვასილ ტაბიძეს (6-1 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ ტაბიძის მშობელი).
პროექტის მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს მშობლების ინიციატივითა და  ჩართულობით არსებული სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნების თაროების განახლებას.

წარმატებებს ვუსურვებთ  წიგნისა და წიგნიერების მოყვარულებს! ჩაერთეთ, გაიხალისეთ და გაინათეთ მომავალი წიგნით!