ბულინგი და ძალადობა


სასწავლო პროექტი „ბულინგი და ძალადობა“
პედაგოგი – მანანა მკალავიშვილი
    სამიზნე ჯგუფი: ქ.თბილისის 128 საჯარო სკოლის  8–1 კლასის მოსწავლეები.
    პროექტის ავტორი – ქ.თბილისის 128–ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მანანა მკალავიშვილი
    განხორციელების ადგილი ქ.თბილისის 128–ე საჯარო სკოლა
    განხორციელების დრო 01.03–28.03 2019 წელი
პროექტის რეფლექსია:
პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები, წინარე ცოდნა და ასაკი. მათ გავაცანი პროექტის მიზნები და მისაღწევი შედეგები.
კლასთან ერთად დავგეგმე პროექტის ყველა ეტაპი.
პროექტის პირველ ეტაპზე შევარჩიეთ თემა და ვადები
პროექტის მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა დაიწყეს მასალის მოძიება
პროექტის მესამე ეტაპზე მოსწავლეებმა დაიწყეს პროექტის დამუშავება მოპოვებული მასალის და წყაროების გამოყენებით.
პროექტის მეოთხე ეტაპზე მოხდა  განხილვა, პროექტის მონახაზის რეკომენდაციების მიცემა
პროექტის მეხუთე ეტაპზე ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი, პრეზენტაცია, დასკვნები.
პროექტის ფარგლებში, გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა, არ ყოფილა რაიმეს შეცვლის აუცილებლობა.
მიღწეული შედეგები – მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი დაინტერესება და პასუხისმგებლობა; მოიძიეს სტატისტიკური და საინტერესო  ინფორმაციები, ჩამოაყალიბეს და შექმნეს  კითხვარები, რომლითაც ისინი წარდგნენ სკოლის მასშტაბით სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან. მოიპოვეს მათგან პასუხები მათ მიერ  შერჩეულ კითხვებზე. შექმნეს საინტერესო სლოგანები  „არა ბულინგს და ძალადობას“. დასკვნით გაკვეთილზე იმსჯელეს წარდგენილ  თემებზე და შეარჩიეს 8 საუკეთესო.  მინდა ავღნიშნო, რომ როგორც დავაკვირდი, პროექტზე მუშაობის პერიოდში  ყველაზე საინტერესო აქტივობა მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა  კლასებში შესვლა და ინტერვიუს აღება თანატოლებისგან. ამ აქტივობამ იმდენად აამაღლა  მოსწავლეთა მოტივავაცია, რომ ძალიან ბევრს გაუჩნდა სურვილი  მიეღო მონაწილეობა, ამზადებდნენ საინტერესო კითხვებს, მსჯელობდნენ, გამოთქვამდნენ   საკუთარ მოსაზრებებს, აკეთებდნენ ჩანაწერებს და იყვნენ პასუხების მოლოდინში.
მონიტორინგი
1. პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე თვალყურს ვადევნებდი მოსწავლეთა მუშაობას. დიდი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული მუშაობის პროცესში, ვაძლევდი  რჩევებს და რეკომენდაციებს.
2. ყოველი კვირის ბოლოს განვიხილავდით მუშაობის პროცესში წამოჭრილ საკითხებს და ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად.
3. ვცდილობდი მოსწავლეებისთვის მომეცა მეტი სტიმული და ამემაღლებინა მოტივაცია, მაგრამ ეს მცდელობა რამდენიმე  მოსწავლესთან შეუძლებელი იყო.
რას შევცვლიდი –  პროექტის მუშაობის დროს ვერ მოხდა მთელი კლასის ჩაბმა/დაინტერესება, რაც ვთვლი არის გარკვეული ხარვეზი. უმჯობესი იქნებოდა ცალკე შევხვედროდი  ზოგიერთ მოსწავლეს და ინდივიდუალურად მესაუბრა მათთან, მიმეცა რეკომენდაციები და განმარტებები. ვფიქრობ ასეთი მიდგომა პასიური მოსწავლეების ჩართვას ხელს შეუწყობდა, რასაც მომავალში გავითვალისწინებ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი აქტიური მსმენელები აღმოჩნდნენ, რაც მომავალში იმედის მომცემია
დასკვნა:  ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტის მომზადება ძალიან სასარგებლოა ბულინგის თავიდან ასარიდებლად. თანატოლებთან ინტერვიუს აღება , კითხვების დასმა და პასუხის გაცემა დადებითად წაადგებათ და დააფიქრებს, რომ კარგი იქნება თუ ყველა მოზარდი ერთად აღუდგება წინ ამ პრობლემას და გარკვეულ წვლილს შეიტანს ამ ტოტალური სტატისტიკური მონაცემების შეცვლაში, რაც დღეს რეალურად არსებობს.
   

მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშები











                                                    



  

No comments:

Post a Comment