წრე „პალიტრა“


სსიპ - ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელს მუშაობას იწყებს  დამატებითი მეცადინეობის წრე  „პალიტრა“, ხელმძღვანელი  -  თამარ მარღიშვილი.

წრის მუშაობის მიზანია  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი,  კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;  დისკუსიისა და დებატების წარმართვის უნარების განვითარება, ხელოვნების ისტორიისადმი ინტერესის გაღვივება, განსხვავებული აზრის პატივისცემისა და თანამშრომლობითი მუშაობის უნარების დახვეწა.

ასაკობრივი ჯგუფი - საბაზო საფეხური - VIII - 1, 2, 3 კლასების მოსწავლეები.

მოსალოდნელი შედეგი - მოსწავლეებს განუვითარდებათ ხელოვნებისადმი ინტერესი, დაეხვეწებათ თანამშრომლობითი კულტურა, შეძლებენ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რეალიზებას მათთვის საინტერესო გარემოში.

თემატური პროგრამა  - 
  1. ხელოვნების პირველი ნიმუშები - პრეისტორიული ხანის 10 შთამბეჭდავი მხატვრობა (მღვიმეები);
  2. ანტიკური ახლო აღმოსავლეთის, ანტიკური ეგვიპტის, ანტიკური საბერძნეთის, ეტრუსკებისა და რომაელების ცივილიზაციები;
  3. დასავლეთის  და აღმოსავლეთის ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები;
  4. ქართული ხელოვნების ისტორია - ძალისის მოზაიკიდან დღემდე;
  5. დიორამები;
  6. სახვითი ხელოვნების საწყისები;
  7. ძერწვა.



მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებსა და ჯგუფებში; მოიძიებენ მასალას, ჩამოაყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს, მოამზადებენ საპრეზენტაციო თემებს, დახატავენ, გამოძერწავენ, შექმნიან დიაგრამებს კონკრეტულ თემებზე და მოაწყობენ გამოფენებს.

წრის წევრთა ვალდებულებები - წრის ყოველი წევრი ვალდებულია, დაიცვას წინასწარ შემუშავებული  ქცევის წესები, შეასრულოს საკლასო თუ საშინაო სამუშაოები; გაითვალისწინოს წრის სხვა წევრთა შესაძლებლობები და სურვილები; იყოს ტოლერანტული და პატივი სცეს განსხვავებულ აზრს.

ფორმატი, მუშაობის სპეციფიკა - დამატებითი მომსახურების წრე იმუშავებს სასწავლო წლის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და პარასკევს, 1 ასტრონომიული საათი.

წრის წლიური სილაბუსი

წყაროების  ანალიზი -  სხვადასხვა ქართველი და უცხოელი ავტორების ხელოვნების ისტორიის ლიტერატურის კითხვა და  ანალიზი;

პრაქტიკული სამუშაო - დიორამებზე მუშაობა, ხატვა, ძერწვა;

კომუნიკაციები - დისკუსია, დებატები, გამოფენა, პრეზენტაცია.


        „პალიტრა  წრის საქმიანობის
მოკლე აღწერა

2019-2020 სასწავლო წელს სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებ  იწყებს წრე „პალიტრა“. მასში ერთიანდებიან VIII კლასების ის მოსწავლეები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ხელოვნების მიმართ, ასევე გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებით, უყვართ ერთად მუშაობა. აღნიშნული წრე ხელს უწყობს მოსწავლეების  ნიჭის რეალიზებას.
თავიანთი სათქმელის ხატოვნად გადმოსაცემად მოსწავლეები შეიძენენ  გამოხატვის სხვადასხვა უნარს, შეისწავლიან ხელოვნების ისტორიიდან საინტერესო მომენტებს, მნიშვნელოვან ასპეტებს და მიღებული ინფორმაციის ირგვლივ გამართავენ დისკუსიებს.
პალიტრის» წრეში  გაერთანებულ მოსწავლეთა მნიშვნელოვან  საქმიანობას წარმოადგენს შემოქმედებითი გამოფენის მოწყობა სკოლის მოსწავლეთათვის.  მასში წრის წევრები თავს მოუყრიან  თავიანთ ნაფიქრ-ნააზრევს.
წრის პრიორიტეტია, წარმოაჩინოს ნიჭიერი თაობა და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას, გამოუმუშაოს მათ ლიდერობის და  თავისუფალი კომუნიკაციის უნარები.


No comments:

Post a Comment