კლუბი გამა


სსიპ- ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს    კლუბი გამა, რომელშიც ერთიანდებიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეები, ხელმძღვანელი -  მასწავლებელი თამარ მარღიშვილი. მოსწავლეები სწავლობენ ილუსტრაციებს, მათ ისტორიას, ილუსტრირებული წიგნების მრავალფეროვნებას, ტექსტის შინაარსისა და ილუსტრაციის სინთეზის მნიშვნელობას, მხატვრის როლს წიგნის წარმოდგენაში და სხვ. მათ თავად გააფორმეს არაერთი წიგნი. შეძლეს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი უნარების განვითარება. შექმნეს ძალიან საინტერესო ნახატები მათთვის საინტერესო წიგნებისათვის. მუშაობა მიმდინარეობს საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.
















No comments:

Post a Comment