მაძიებელთა წრე



სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლაში 2019 წლის სექტემბრიდან პედაგოგ თამარ გაგუას ხელმძღვანელობით  ფუნქციონირებს მაძიებელთა წრე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების განვითარება,  კვლევისა და ისტორიული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივება, განსხვავებული აზრის პატივისცემისა და გუნდური მუშაობის უნარების დახვეწაა. წრის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს: მეგაპოლისები და მცირე დასახლებები;  დმანისი, სამცხე -  უძველესი ეპოქა, არქეოლოგიური აღმოჩენები;  ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები თბილისში; აცტეკები და სხვა ისეთი თემები, რომლებიც მათთვის ძალიან საინტერესო იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამართეს დებატები და დისკუსიები და შეძლეს დამოუკიდებელი აზრის გამოთქმა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.









No comments:

Post a Comment