გადაეცი სიკეთე


09.10.2019 – 25.10.2019 პერიოდში ისტორიის მასწავლებლის თამარ გაგუას ხელმძღვანელობით VIII-XII კლასების მოსწავლეებისა  და მათი მშობლების მონაწილეობით  ჩატარდა  სასკოლო სოციალური პროექტი  „გადაეცი სიკეთე“ , რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო, შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან ერთად მადლიერების განცდის გაღვივებას. მოსწავლეებს  უნდა გაეაზრებინათ იმ ადამიანების პროფესიული რისკები და საფრთხეები, რომლებიც 112 - სამაშველო სამსახურის სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლების სპეციფიკურ სამუშაოს ახლავს თან. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ეს საქმიანობა  ამ ადამიანების პროფესიული არჩევანია, რომელსაც მუდმივად ახლავს ხიფათი და სწორედ ამ არჩევანის გამო არის აუცილებელი მათ მიმართ მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვა. თავადაც ასე მოიქცნენ, ეწვივნენ სასწრაფო დახმარების ცენტრს და გაესაუბრნენ თანამშრომლებს, გადასცეს მადლირება და პატივისცემა სასკოლო საზოგადოების სახელით.







































No comments:

Post a Comment