სასწავლო რესურსი – ვიდეო–კოლაჟი „ ურთიერთობები მშობლებსა და თინეიჯერებს შორის“
რესურსის ტიპი – ელექტრონული
შექმნის დრო – 15.04–20.04–2019 წ.
ავტორი – ინგლისური ენის მასწავლებელი მანანა მკალავიშვილი
სკოლა – სსიპ ქალაქ თბილისის N128 საჯარო
სამიზნე ჯგუფი – XI კლასი
რესურსის შექმნის მიზანი
– დაკვირვების,
კრიტიკული სიტუაციის მართვის, ანალიზის, საკუთარი
აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბების უნარების განვითარება.
შექმნილი რესურსი
მოიცავს ფერად სლაიდებს, სადაც ასახულია ოჯახური სცენები, მშობლებსა და თინეიჯერებს
შორის არსებული ურთიერთობები, როგორც პოზიტიური, ასევე კონფლიქტური სიტუაციები. ეს
სწორედ ის პერიოდია,როდესაც მშობლებსა და მოზარდებს შორის ყალიბდება გარკვეული ურთიერთობები. ვიდეო რგოლის ყურებისას
მოსწავლეები აკვირდებიან ოჯახურ სცენებს, აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს. რესურსი შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის
მოსწავლეთათვის..შესაბამისად მათ უნდა შეძლონ – რეალური ფაქტის აღქმა; მცირე ამბის
აღწერა; ნანაახიდან გამომდინარე საუბარი იმაზე,
თუ როგორ აგვარებენ მშობლები საკუთარ შვილებთან (თინეიჯერებთან) მნიშვნელივან საკითხებს; როგორ ჭრიან მათ წინაშე გაჩენილ პრობლემებს
– გულახდილი საუბრების და დიალოგის გზით თუ
აგრესიით და ყვირილით, რაც კარგად ჩანს მოცემულ
სლაიდებზე. მოსწავლემ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად საკუთარი აზრის დაფიქსირება; ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა, მეგობრების
მოსმენა, აზრების გაზიარება და საბოლოოდ საერთო
გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნული რესურსი
ხელს უწყობს მოსწავლეთა დაკვირვების, აღქმის უნარის, აზროვნების, აზრის დამოუკიდებლად
ჩამოყალიბების, მეტყველების (პრეზენტაციის) უნარების განვითარებას; რესურსი ეხმარება
მოსწავლეებს პრობლემის გამოკვეთაში, ვარაუდის გამოხატვაში. მათ უნდა შეძლონ დასკვნების გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული
რესურსის გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე
პასუხის გაცემა.
რესურსის შესაბამისობა
ესგ – სთან
უცხ.ს.V.1.
მოსწავლე იგებს უცხოენოვან მოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციას; ამოიცნობს
საუბრის ძირითად თემას.
ეცხ.ს. V.18. მოსწავლე ლაპარაკობს გაბმულად მისთვის
ნაცნობ თემებზე, გადმოსცემს საკუთარ ემოციებს, დამოკიდებულებას; მსჯელობს ისეთ ილუსტრაციებზე
დაყრდნობით, სადაც პრობლემური სიტუაციაა ან
აქტუალური საკითხი აისახება.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
თავდაპირველად
მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს თუ რას ემსახურება რესურსის გამოყენება და რა
თემაზეა ის შექმნილი; აძლევს მითითებებს მოსწავლეებს,
რომ დაიცვან სიწყნარე, რადგან ვიდეო კოლაჟი,
რომელიც მიმდინარეობა 1 წუთი და
30 წამის განმავლობაში, თან სდევს მუსიკა
– ბეთჰოვენის მე–5 სიმფონია. ყურების დროს
მოსწავლეები ააქტიურებენ დაკვირვების, აღქმის, დასკვნების გამოტანის უნარებს, ფაქტის
რეალურად შეფასების უნარს. საჭიროების შემთხვევაში
შესაძლებელია ვიდეო–რგოლის შეჩერება (დაპაუზება).
მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას თითოეული (სულ 12 სცენა) ოჯახური სცენის შესახებ, შემდეგ მსჯელობენ ჯგუფში, იზიარებენ ერთმანეთის
მოსაზრებებს, გამოაქვთ დასკვნები, იძლევიან
რჩევებს ნანახზე და ქმნიან ერთ საერთო
ამბავს თითოეულ სცენაზე. ვიდეო–კოლაჟს ახლავს
ტიტრები. ( Teenagers and mobile phone-თონეიჯერი და მობილური ტელეფონი; Communication between father and his daughter-საუბარი
მამასა და მის ქალიშვილს შორის; Happy family-ბედნიერი ოჯახი; Parents’ communication-მშობელთა კომუნიკაცია; Ideal family-იდეალური ოჯახი; unrespectful behaviour-უპასუხისმგებლო საქციელი;
Parenting tips-აღმხრდელობითი რჩევები; Furious mother-განრისხებული დედა; Beating isn’t the way out-ცემა არ არის გამოსავალი;
Parenting style-აღმზრდელობის სტილი; Peaceful communication-მშვიდობიანი კომუნიკაცია; To solve the problem by yelling-პრობლემის გადაჭრა
ღრიალით. ) ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს რეალური ფაქტის სწორად დანახვაში.
როგორც უკვე ავღნიშნე, რესურსი მოიცავს 12 ოჯახურ სცენას. მათ შორის არის
როგორც პოზიტიური ურთიერთობების ამსახველი, ასევე კონფლიქტური სიტუაციები. ვიდეო რგოლს თან ახლავს სპეცეფექტები
და არაჩვეულებრივი მუსიკა , რაც კიდევ უფრო
სასიამოვნოს და საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესს, როგორც ვიზუალური, ასევე შინაარსობრივი
თვალსაზრისით.
სავარაუდო დრო
აღნიშნული რესურსის გამოსაყენებლად არის 20–25 წუთი, მათ შორის მოიაზრება მასწავლებლის განმარტება, ვიდეო–კოლაჟის ჩვენება, მსჯელობა, პრეზენტაცია.
. ელექტრონული სასწავლო რესურსი მიიჩნევა
როგორც „მშობლებსა
და თინეიჯერებს
შორის ურთიერთობების“ ამსახველი დამხმარე ვიზუალური
მასალა.
. რესურსი საინტერესო საყურებელია მოსწავლეთათვის მისი თანხლები მუსიკის და
სპეციალური ეფექტების წყალობით, რაც
ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და
ინტერესის გაღვივებას.
. რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა.
მისი გამოყენება შეიძლება საბაზო და
საშუალო საფეხურის ეტაპზე, რადგან რესურსში მოცემულია ის პრობლემები, რაც
რეალურად არსებობს მშობლებსა და ამ ასაკის მოზარდებს შორის.
რეფლექსია
სასწავლო რესურსი
– ვიდეო კოლაჟი გამოვიყენე XI კლასში . „მშობლები და თინეიჯერები“ – მათ შორის ურთიერთობები, ამ თემის გავლის დროს სურვილი გამიჩნდა ხელი შემეწყო
მოსწავლეთა ზეპირმეტყველების უნარების
განვითარებისათვის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ხელშეწყობისათვის, აზრის ჩამოყალიბების, დასკვნების გაკეთების, აღქმის და
დაკვირვების, ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარების განვითარებისათვის. მოსწავლეებმა მართლაც ხალისით
და დიდი ინტერესით შეასრულეს აქტივობა, ყველა მუშაობდა მეტნაკლებად, საკუთარი შესაძლებლობების
მიხედვით. ვიდეო–კოლაჟში მოცემული სცენების ყურების პარალელურად მოსწავლეები მუშაობდნენ
ინდივიდუალურად, აფიქსირებდნენ იმას,რასაც
აღიქვამდნენ, უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს ჯგუფის წევრებს, მსჯელობდნენ, ეძებდნენ
გამოსავალს, ერთად ქმნიდნენ ერთ საერთო ამბავს. მოსწავლეთა საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად ვაჩერებდი (ვაპაუზებდი) თითო სცენას, რათა მეტი საშუალება მისცემოდათ დაფიქრებისთვის. მოსწავლეები
დავალებას ასრულებდნენ მუსიკის თანხლებით,
რაც თან სდევდა ვიდეო–კოლაჟს. ეს კიდევ უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს ხდიდა მუშაობის
პროცესს. ვიდეო–კოლაჟი შედგება 12 სცენისაგან.
აქედან ნაწილი არის მშობლებსა და შვილებს შორის
დაძაბული, კონფლიქტური სცენები, ნაწილი კი მეგობრული ურთიერთობები. მოსწავლეები აკვირდებოდნენ და მოცემულ ფაქტებზე
აგებდნენ სიტუაციას, ამბავს.
მოცემული რესურსი
პირველად გამოვიყენე. მოსწავლეები ჩემს თვალწინ
მუშაობდნენ. მე მივეცი მითითებები და ვაკვირდებოდი, როგორ გაართმევდნენ თავს
ამგვარ სამუშაოს. მოლოდინი მართლაც გამართლდა და ვფიქრობ, რომ ამგვარი რესურსის შექმნა ძალიან სასარგებლო იქნება მოსწავლეთა სხვადასხვა უნარების
გამოვლენის და განვითარებისთვის. სინანულით უნდა ავღნიშნო,რომ ამ აქტივობის
ჩატარება მხოლოდ ისტ–ისათვის განკუთვნილ კაბინეტშია შესაძლებელი. მოსწავლეებისთვის ეს არის ახალი, შეუჩვეველი გარემო.
გადაადგილებამ და საკლასო ოთახის შეცვლამ ცოტა დისკომფორტი შექმნა. სასურველი იქნებოდა ელექტრონული რესურსების გამოყენების საშუალება მოსწავლეეებს
ჰქონდეთ საკუთარ საკლასო ოთახში. ისინი ასეთ
აქტივობას შეასრულებდნენ ყოველგვარი დაძაბულობის
, დროის დაკარგვის და გადაადგილების გარეშეც და რაც მთავარია სისტემატურად.
ვასკვნი, რომ ასეთი რესურსის ეფექტურმა გამოყენებამ
და სასურველმა შედეგმა – მაღალი მოტივაცია, დაინტერესება, სურვილი, ჩართულობა – მეც
გამიჩინა მოტივაცია და სურვილი კვლავ ვიფიქრო და შევქმნა მსგავსი რესურსი.
გამოყენებული რესურსი:
1.MACMILLAN – Gateway B1 (David
Spencer)
2. პროგრამა – Movie-Maker
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ
2011 წლის მარტს N36/6 ბრძანებით
დამტკიცებული
2011–2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა
No comments:
Post a Comment