დამატებითი მეცადინეობის წრე „ფერადი სამყარო“


სსიპ - ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლა
2019-2020 სასწავლო წელი
დამატებითი მეცადინეობის წრე   „ფერადი სამყარო“
ხელმძღვანელი  -  თამარ თამაზაშვილი
        მიზანი  -  ხელი შევუწყოთ მოზარდთა შემოქმედებით განვითარებასა და წინსვლას, შევაყვაროთ და მივცეთ შესაძლებლობა პრაქტიკაში შემოქმედებითად ასახონ საკუთარი ჩანაფიქრი და ინტერესები, შექმნან ის რაც სურთ და აინტერესებთ, მივცეთ გასაქანი მათ აზროვნებასა და შესაძლებლობებს და ხორცი შევასხათ მათ ფანტაზიას, გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლად მუშაობისა და პრაქტიკული უნარები, თანამშრომლობითი და იდივიდუალურად განხორციელების უნარები. კომუნიკაციისა და დისკუსიის უნარები, ხელი შევუწყოთ რათა მათ შექმნან და განახორციელონ საკუთარი მიდგომა მხატვრობისა და ხელოვნებისადმი, რაც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან და შემოქმედებით ადამიანებად ჩამოყალიბებას.
    ასაკობრივი ჯგუფი - საბაზო საფეხური - VII-1,2,3 კლასების მოსწავლეები.
აქტუალობა- ხელოვნება მოზარდთა დაინტერესების მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა, მართალია სასწავლო პროცესი ხელოვნებაში ძალიან საინტერესოა მოსწავლეთათვის თუმცა არასაკმარისია დრო რათა შეძლონ საკუთარი ინტერესების გამოაშკარავება და განხორციელება. წრე აქტუალურია რადგან მოსწავლე უკეთ წარმოაჩენს თავის შესალებლობებს ხელოვნებაში და უკეთ განახორციელებს მას პრაქტიკაში, რაც აუცილებლად აუმაღლებს მას თვითგამოხტულების შედეგის დანახვით საკუთარ თვითშეფასებას. გახდება მეტად თავდაჯერებული და შემოქმედებითად აქტიური, ასეთი მოზარდები ნაკლებად არიან აგრესიულები და დამოკიდებულები მავნე ჩვევებისადმი, რადგან მათ იციან თუ რას ნიშნავს შექმნა ახალი ის რაც მხოლოდ შენი ჩანაფიქრიდან არის განხორციელებული. მოსწავლეებს  უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები.
მოსალოდნელი შედეგი  - მოსწავლეებს  შეუძლიათ შემოქმედებითი აზროვნება და მისი გამოხატვა, აქვთ კარგი კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარები, შექმნიან ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშს, უკეთ წარმოაჩენს თავს სოციუმში, განვითარებული აქვთ საზოგადოებაში ადაპტაციის, წარმოჩინებისა და თვითგამოხატვის უნარები.
თემატური პროგრამა  - 
1.    სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშები, მათი კულტურა და ტრადიციები.
2.    ძველი და ახალი ხელოვნების მიდგომები ცივილიზაციაში .
3. ქართული კულტურის ამსახველი ელემენტები და სტილური მახასიათებლები ხელოვნების სხვადასხვა დარგში. 
4.    ანტიკური ხელოვნებიდან თანამედროვეობამდე. 
5.    თანამედროვე ხელოვნება.  
6.    თანამედროვე ხელოვნება: პოპარტი, აბსტრაქცია.  
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებსა და ჯგუფებში; მოიძიებენ შესაბამის რესურსებს, აყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს, ქმნიან ესკიზებს საპრეზენტაციოდ, ხატავენ ფერწერულ ტილოებს, ქმნიან თექის ნამუშევრებს, აწყობენ გამოფენას სხვადასხვა თემაზე.
 წრის წევრთა ვალდებულებები - წრის  წევრები  ვალდებულები არიან, დაიცვან   ქცევის წესები, შეასრულოს მითითებული   სამუშაოები; გაითვალისწინოს წრის სხვა წევრთა შესაძლებლობები და სურვილები; იყოს თანამშრომლობითი და ურთიერთპატივისცემაზე აგებული.
რესურსები - ფუნჯი, ფანქრები, აკვარელი, პალიტრა, ფორმატის ფურცლები, ფერადი ქაღალდი, მატყლი, მაკრატელი; ინტერნეტგვერდები; სტატიები და პუბლიკაციები, სამეცნიერო ლიტერატურა; ვიდეოფილმები.
ფორმატი, მუშაობის სპეციფიკა  -  დამატებითი მომსახურების წრე იმუშავებს სასწავლო წლის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ, ორშაბათას და ხუთშაბათს, 1 ასტრონომიული საათი.

 წრის წლიური სილაბუსი
წყაროების  ანალიზი-  სხვადასხვა ქართველი და უცხოელი ავტორების ხელოვნების ისტორიის ლიტერატურის კითხვა და  ანალიზი;
პრაქტიკული სამუშაო   - ფერწერა, გრაფიკა, თექაზე მუშაობა
კომუნიკაციები-   დისკუსია, დებატები, გამოფენა, პრეზენტაცია.

„ფერადი სამყარო“   წრის საქმიანობის
 მოკლე აღწერა
 2019-2020  სასწვლო წელს სსიპ - ქალაქ თბილისის №128  საჯარო სკოლაში ფუნქციონირებ  იწყებს წრე „ფერადი სამყარო“. მასში ერთიანდებიან VII კლასების ის მოსწავლეები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ხელოვნების მიმართ, ასევე გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებით, აღნიშნული წრე ხელს უწყობს მოსწავლეების  ნიჭის რეალიზებას.
მოსწავლეები შეიძენენ  სააზროვნო და შემოქმედებით უნარებს, შეისწავლიან ხელოვნების ისტორიიდან და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, მნიშვნელოვან დეტალებს და მიღებული ინფორმაციითა და მიღებული ცოდნით  .

  ფერადი სამყარო» წრეში გაერთიანებული მოსწავლეთა პრიორიტეტია ნამუშევართა გამოფენა და სკოლის მოსწავლეებისთვის მათი ჩვენება, წრის მოსწავლეები წაროაჩენენ ხელოვნების ნიმუშებს და განხორციელებულ  ჩანაფიქრს, წრის პირველი და უმთავრესი მიზანია ნიჭიერ მოსწავლეთა აღზრდა და მეთი შემოქმედებითად განვითარება, რაც ემსახურება სრულფასოვან და ხელოვან ადამიანებად ჩამოყალიბებას, უყალიბდებათ დამოუკიდებლობის, საზოგადოებაში ადაპტაციისა და შემოქმედებითი უნარები.

წრის სამუშაო გეგმა

აქტივობა
თარიღი
მონაწილე
1
სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშები ,მათი კულტურა და ტრადიციები.

ოქტომბერი
კოორდინატორი
წრის წევრები
2
ძველი და ახალი ხელოვნების მიდგომები ცივილიზაციაში
ოქტომბერი- ნოემბერი

წრის წევრები
კოორდინატორი
3
ქართული კულტურის ამსახველი ელემენტები და სტილური მახასიატებლები ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
ნოემბერი - დეკემბერი
წრის წევრები
კოორდინატორი
4
თანამედროვე ხელოვნება
დეკემბერი - თებერვალი
წრის წევრები
კოორდინატორი
5
ქართული რეწვა

მარტი - აპრილი
წრის წევრები
კოორდინატორი
6
სახვითი ხელოვნების საწყისები;

აპრილი
წრის წევრები
კოორდინატორი
7
ძველი და ახალი ფერწერა
მაისი
წრის წევრები
კოორდინატორი


No comments:

Post a Comment