სსიპ - ქალაქ თბილისის
№128
საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელს იმუშავებს
დამატებითი მეცადინეობის წრე
„მაძიებლები“
ხელმძღვანელი - ისტორიის მასწავლებელი თამარ გაგუა
მიზანი - დამოუკიდებელი,
კრიტიკული აზროვნების განვითარება, დისკუსიისა
და დებატების წარმართვის უნარების განვითარება, ისტორიული მემკკვიდრეობისადმი ინტერესისი
გაღვივება, გუნდური მუშაობის უნარის დახვეწა.
ასაკობრივი ჯგუფი
- VIII-XII
კლასის მოსწავლეები.
აქტუალობა - ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არქეოლოგია არც თუ ისე სასიამოვნო და პოპულარული პროფესიაა, მაგრამ ნებისმიერი არქეოლოგის ცხოვრებაში ოდესმე მაინც დგება ის ამაღელვებელი მომენტი, როცა სენსაციური აღმოჩენა გადაფარავს წლების განმავლობაში მიწის უშედეგო ქექვის სიმძიმეს. ეს რეალობაა
- არქეოლოგები ხომ ყოველდღე არ პოულობენ გაქვავებულ ქალაქებს, ათასეული წლების წინ დამარხულ მუმიებს, საუკუნოვან საგნებსა თუ სხვა საინტერესო უძველეს და ანტიკვარულ ნივთებს. მათი საქმიანობა უკავშირდება როგორც
საკუთარი ქვეყნის, ასევე ცივილიზაციის ისტორიის პატივისცემას, კაცობრიობის განვითარებისადმი
ინტერესს. არქეოლოგია მოსწავლეებში აღვივებს აღმოჩენების, კვლევებისადმი ინტერესსა
და განსხვავებული აზრის პატივისცემას. თემაზე მუშაობა უადვილებს მათ ისტორიის, გეოგრაფიისა
და სხვა საგნების შესწავლას.
მოსალოდნელი შედეგი - მოსწავლეები შეძლებენ განივითაროთ როგორც დებატების
კულტურა, ასევე შეიძენენ არქეოლოგიური თეორიული საქმიანობის ელემენტარულ ჩვევებს, რაც
დაეხმარება მათ თავიანთი აზრის თავისუფლად და კორექტულად გამოხატვასა და პრობლემათა
გადაჭრის გზების ძიებაში.
თემატური პროგრამა - დებატები
და დისკუსიები თემებზე:
- მეგაპოლისები და მცირე დასახლებები;
- დმანისი, სამცხე - უძველესი ეპოქა, არქეოლოგიური აღმოჩენები;
- ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები თბილისში;
- აცტეკები;
- მუმიები და ძველი ტექნოლოგიები;
- პროფესია - ადამიანი;
- ანიდან ჰაემდე;
- პლუს - მინუსი;
- წონასწორობა;
- პიროვნების როლი საზოგადოების განვითარებაში;
- ისტორია და პიროვნება;
- სად იკარგება ამბავი?
- უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევზე.
სადებატო თემების შესახებ
არსებული მოსაზრებების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებსა
და ჯგუფებში საფეხურების მიხედვით; ეძებენ მასალას, ჩამოაყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს,
მოამზადებენ საპრეზენტაციო თემებს და წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
წრის ყოველი წევრი ვალდებულია, დაიცვას წინასწარ შემუშავებული ქცევის წესები, შეასრულოს საკლასო თუ საშინაო სამუშაოები;
გაითვალისწინოს წრის სხვა წევრთა შესაძლებლობები და სურვილები; იყოს ტოლერანტული და
პატივი სცეს განსხვავებულ აზრს.
რესურსები -
ინტერნეტგვერდები; სტატიები და პუბლიკაციები, სამეცნიერო ლიტერატურა; ვიდეოფილმები.
ფორმატი, მუშაობის
სპეციფიკა - დამატებითი მომსახურების წრე იმუშავებს სასწავლო
წლის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს, 1 აკად. საათი.
მაძიებელთა წრის
წლიური სილაბუსი
წყაროების ანალიზი - სხვადასხვა ქართველი და უცხოელი ავტორების არქეოლოგიური ლიტერატურის კითხვა
და ანალიზი;
წერა - ისტორიული ფაქტებისა
და მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი არქეოლოგიური
კომუნიკაციები- დისკუსია, დებატები,მრგვალი
მაგიდა, პრეზენტაცია.
„მაძიებელთა წრის“ საქმიანობის
მოკლე
აღწერა
2019-2020 სასწვლო წელს სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს „მაძიებელთა წრე“. მასში ერთიანდებიან VIII-XII კლასების ის
მოსწავლეები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ არქეოლოგიური საქმიანობის მიმართ, ასევე გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებით, უყვართ ისტორია, ძიება, აღმოჩენები. აღნიშნული წრე ხელს უწყობს მოსწავლეებს თავიანთი
ნიჭის რეალიზებასა და
საქმიანობის ფართო მასებისათვის გაცნობაში.
„მაძიებელთა წრეში“ გაერთანებულ მოსწავლეთა მნიშვნელოვან
საქმიანობას წარმოადგენს სკოლის შემეცნებით-საინფორმაციო გაზეთ „ნაკვალევის“ შედგენა და გამოცემა. მასში მოსწავლეები თავს მოუყრიან
სკოლის მოსწავლეების ნაფიქრ-ნააზრევს, ასევე პერიოდულად აღწერენ სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და სიახლეებს.
წრის პრიორიტეტია, წარმოაჩინოს ნიჭიერი თაობა და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას, გამოუმუშაოს მათ ლიდერობისა და თავისუფალი კომუნიკაციის უნარები.
ასევე მოსწავლეები მეცადინეობებზე ნახავენ სხვადასხვა ცნობილი არქეოლოგისა და
ისტორიკოსის გადაცემას და გააანალიზებენ მას. შეადგენენ მოზარდთათვის საინტერესო პოლემიკისათვის აქტუალურ თემებს და გამართავენ საჯარო დისკუსიებს.
სასწავლო წლის განმავლობაში წრის მოსწავლეები განახორციელებენ 4 შეხვედრას სკოლის მოსწავლეების დაინტერესებულ ნაწილთან და გაუზიარებენ მათ თავიანთი საქმიანობის შედეგებს, მათთან ერთად დაგეგმავენ სამომავლო აქტივობებს.
მსურველები შემოგვიერთდით!
No comments:
Post a Comment