კლუბი „ფორმალური მეცნიერებები“


ყურადღება!





სსიპ - ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი, რომლის სახელწოდებაა „ფორმალური მეცნიერებები“ .

კურატორი - ისტორიის მასწავლებელი თამარ გაგუა                              

კლუბი დაფუძნებულია 2019 წლის 16 სექტემბერს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ინიციატივით.

წესდება და დებულებები

მუხლი 1
დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
დებულება განსაზღვრავს „ფორმალური მეცნიერებების“ კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, წევრების უფლება-მოვალეობებს, კლუბის მიზნებსა და საქმიანობის სფეროს.

მუხლი 2
კლუბის ფუნქციები
სხვადასხვა აქტუალური და შემოქმედებითი აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
კლუბის წევრთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა;
თანამშრომლობის უნარის განვითარება;
აქტიური მოსწავლეების წახალისება.

მუხლი 3
კლუბის წევრობა
3.1.კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს სურვილს, იზიარებს კლუბის წევრთა ხედვებს, შეასრულებს კლუბის წესდებით გთვალისწინებულ მოთხოვნებს, დაიცავს აზრის გამოთქმის თავისუფლებას.
3.2.წევრობა ნებაყოფლობითია და კლუბის წევრი შეიძლება იყოს სხვა გაერთიანების წევრი.
3.3.კლუბის წევრი ვალდებულია, შეავსოს განაცხადის ფურცელი;
3.4. წევრის მხრიდან კლუბის წესების დარღვევის შემთხვევაში წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით იგი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან.


მუხლი 4
კლუბის მართვა
4.1.გაერთიანების ეფექტური მუშაობისათვის კლუბის წევრები მუშაობის დასაწყისში ანაწილებენ მოვალეობებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ კონკრეტულ დადგენილ ვადაში.
4.2.კლუბს ჰყავს კოორდინატორი პედაგოგი, რომელიც ზედამხედველობას უწევს კლუბის მუშაობას, სთავაზობს წევრებს საინტერესო და აქტუალურ თემებზე მუშაობას, აძლევს რეკომენდაციებს და რჩევებს;
4.3.კლუბის წევრები ხმათა უმრავლესობით ფარული კენჭისყრით  ირჩევენ ლიდერს, რომელიც
ა) ასრულებს კლუბის კურატორის დამხმარე ფუნქციებს;
ბ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
გ) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლევადიან აქტივობების გეგმას;
დ)კრებს და ხელმისაწვდომს ხდის  კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
)  ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვევაში.

მუხლი 5
კლუბის სამუშაო გრაფიკი
5.1.კლუბის დაარსებიდან ყოველი კვირის სამშაბათს 2 საათზე შედგება კლუბის წევრთა შეკრება კურატორის მიერ წინასწარ მომზადებულ სამუშაო ოთახში;
5.2.შეხვედრები რეგულარულია; 
5.3.წევრი ვალდებულია დაესწროს სამუშაო საათების   70% -ს.

მუხლი 6
კლუბის მიზანი:
ü  ისტორიის საგნით  მოსწავლეთა დაინტერესების გაზრდა  არაპროგრამული მასალის გამოყენებით;
ü  თანამშრომლობითი უნარების განვითარება;
ü  აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ü  სწავლის პროცესის გამრავალფეროვნების ხელშეწყობა;
ü  მოსწავლეთა მხრიდან ინიციატივებისა და საინტერესო იდეების გენერირების ხელშეწყობა;
ü  სკოლაში სხვადასხვა ჯგუფთან საქმიანი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობის ამაღლება;
ü  პრეზენტაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ü  პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზების ძიების უნარების განვითარება;
ü  მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.






განაცხადი კლუბის წევრობაზე

სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის
სასკოლო კლუბ „ფორმალური მეცნიერებების“
კურატორს თამარ გაგუას
ამავე სკოლის  _____  კლასის
მოსწავლის ____________________________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სურვილი მაქვს გავწევრიანდე სასკოლო კლუბ „ფორმალურ მეცნიერებებში’’.
გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.


თარიღი: ____________________
განმცხადებელი: _______________________











სასწავლო გეგმა

პერიოდი
განსახორციელებელი აქტივობები
                შენიშვნა
სექტემბერი
1.კლუბის დაარსებისათვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარება;
2.სამოქმედო გეგმის შემუშავება
3.ფორმალური მეცნიერებების მიმოხილვა.

ოქტომბერი
1.პლუტარქე - ფილოსოფოს-მორალისტი, ისტორიკოსი.
2.პომპეუსი.
მეცნიერთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრეზენტაცია.

ნოემბერი
1.ალექსანდრე მაკედონელი.
მოღვაწის შესახებ პრეზენტაცია.

დეკემბერი
1.ციცერონი.
2.ლიკურგე.
ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრეზენტაცია.


იანვარი
1.სოლონი.
ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრეზენტაცია.
ვიდეოპრეზენტაცია.

თებერვალი
1.გაიუს იულიუს კეისარი.
ფილმის ჩვენება.
ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრეზენტაცია.

მარტი
1.გაიუს გრაკხუსი.
ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრეზენტაცია.


აპრილი
ფორმალური მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი
კაცობრიობის განვითარებაში.

მაისი
პლუტარქე და ძველბერძნული ფილოსოფია.



No comments:

Post a Comment