1993


25.09.2019 – 04.10.2019 პერიოდში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებლის თამარ მარღიშვილის ხელმძღვანელობით VIII კლასების მოსწავლეებისა  და მათი მშობლების მონაწილეობით  ჩატარდა   სოციალური პროექტი „1993“, რომელიც აფხაზეთის დაცემიდან 26-ე წლისთავს ეძღვნებოდა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროექტში. მათ დახატეს ძალიან საინტერესო ნახატები აფხაზეთის თემაზე, დაწერეს მიმართვები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებისათვის, სადაც ისინი ამხნევებდნენ მათ.
შექმნეს დიორამები აფხაზეთის თემაზე, რომლებზეც იმუშავეს მშობლებთან ერთად. მართლაც, ძალიან საინტერესო იყო მშობლების ჩართულობით მომზადებული მაკეტები. ისინი ასახავდნენ აფხაზეთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემასა დ ეპიზოდს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები სკოლის სხვა მოსწავლეების წინაშე. პრეზენტაციამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ. მას ესწრებოდნენ არა მარტო მოსწავლეები, არამედ მშობლებიც და სკოლის პედაგოგებიც.









No comments:

Post a Comment