25.10.2019– 15.11.2019 პერიოდში სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების მასწავლებლის თამარ მარღიშვილის ხელმძღვანელობით VIII კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით ჩატარდა
სოციალური პროექტი - „ჩვენი ფერადი სამყარო“, რომლის მიზანი იყო თანატოლებისათვის
კეთილგანწობილი გარემოს შექმნა; მოსწავლეებში განსხვავებულის მიღების უნარის განვითარება; შემოქმედებითი უნარების განვითარება; კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების გამოვლენა-განვითარება;
განსხვავებული აზრის
პატივისცემა. მოსწავლეებმა სამივე პარალელური კლასიდან დახატეს ნახატები ბანერისათვის,
რომელიც მათი თანამშრომლობის ძალიან საინტერესო გამოხატვის ფორმა აღმოჩნდა. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ არცერთი ადამიანი
არ შეიძლება იყოს უპირატესი. პროექტი წარიმართა ხალისით, საინტერესოდ და თანამშრომლობით
გარემოში.
No comments:
Post a Comment