25.09.2019 – 04.10.2019 პერიოდში VIII-XII კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით ისტორიის მასწავლებლის
თამარ გაგუას ხელმძღვანელობით ჩატარდა
აფხაზეთის დაცემიდან 26-ე წლისთავთან დაკავშირებული
სასკოლო სოციალური პროექტი „აფხაზებთან ერთად“, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზნები: მოსწავლეთა
ცნობიერების გაზრდა აფხაზეთის მოვლენების შესახებ; 26 წლის წინ საქართველოში
მომხდარი ტრაგიკული დაპირისპირების გააზრება; ჩვენი გმირების საგმირო ისტორიების წარმოჩენა; კრეატიული
და შემოქმედებითი აზროვნების გამოვლენა-განვითარება. პროექტის მიმდინარეობაში აქტიურად
იყვნენ ჩართულები მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის პედაგოგების ნაწილი. საერთო
ძალისხმევით მოსწავლეებმა შეძლეს არაერთი მნიშვნელოვანი უნარის განვთარება.
No comments:
Post a Comment