2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში 128-ე საჯარო სკოლაში არაერთი ინტერაქტიული საჯარო ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ 11 დეკემბერი ყველაზე მეტად გამორჩეული იყო, რადგან ამ დღეს შევაჯამეთ სასკოლო კონკურსი „თანამშრომლობა პოზიტიური სასწავლო გარემოსთვის“. კონკურსის მიზნად დავისახეთ გამოგვევლინა და წაგვეხალისებინა ის პედაგოგები, რომლებსაც აქვთ საინტერესო იდეები სოციალურ თემებთან დაკავშირებით.
კონკურსი მიმდინარეობდა 3 ეტაპად: პირველი ეტაპი დავუთმეთ კონკურსანტთა მიერ შერჩეული თემების რეგისტრაციას, მეორე - რეგისტრირებული პროექტების რეალიზებას, ხოლო მესამე - პროექტების განხორციელებით მიღებული შეფასებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას.
რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. სკოლაში განხორციელდა 7 სოციალური პროექტი მასწავლებლების, მოსწავლეების, მათი მშობლების ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდა 7 სოციალური პროექტი ჩვენი საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე. კონკურსის მონაწილეები შეეხნენ ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა:
· “ჩემი პროზა”
· „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად - ზრდილობა“
· „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას”
· „ხელნაკეთი რესურსები რუსული ენის გაკვეთილებისათვის“
· „ეკოქცევა“
კონკურსის შედეგები შეაჯამა საკონკურსო კომისიამ , რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ადმინისტრაციისა და საგნობრივი კათედრების გამგეები. კომისიამ იხელმძღვანელა წინასწარშედგენილი კრიტერიუმებითა და მაქსიმალურად დაიცვა ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და ქორექტულობის პრინციპებით.
კომისისის გადაწყვეტილებით ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველი ადგილი წილად ხვდა მენტორი პედაგოგის, თამარ ქუთათელაძის პროექტს „ჩემი პროზა“, რომელიც ეძღვნებოდა მოსწავლეთა შორის წერის და შემოქმედებითი უნარების განვითარების, კრეატიული და დამოუკიდებელი აზროვნების მხარდაჭერას.
მეორე ადგილი მოიპოვა წამყვანი პედაგოგის, თინა ბურკაძის სოციალურმა პროექტმა „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად - ზრდილობა“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა მორალური განვითარება საინტერესო, უაღრესად კრეატიული აქტივობებით.
მესამე ადგილი წილად ხვდა მენტორი პედაგოგის თეა ძაგნიძის პროექტს „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას”, რომელიც შეეხებოდა თანამედროვეობის მწვავე პრინციპებს და მიზნად ისახავდა მოზარდებში მავნე ჩვევების დაძლევას.
მრავალფეროვანი აქტივობებით, თვალსაჩინო რესურსებით გამოირჩეოდა წამყვანი მასწავლებლის, ნატალია ქოჩლაძის პროექტი „სასწავლო რესურსები“.
კონკურსის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო პედაგოგი თამარ გაგუა, რომელმაც 3 მეტად საინტერესო სოციალური პროექტი განახორციელა მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური ჩართულობით.
ჩატარებული პროექტები სასიკეთოდ აისახა მოსწავლეთა განწყობაზე, შეცვალა მათი დამოკიდებულება სკოლის ცხოვრებისადმი. ამაზე მეტყველებს ბავშვების აქტიური ჩართულობა მრავალფეროვან აქტივობებში, მათი ნიჭის, უნარის, შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს დასახელებული პროექტების განხორციელებისათვის, მოსწავლეებთან თანამშრომლობისა და მათთვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნისათვის.
No comments:
Post a Comment