„ვიზრუნოთ ჩვენს დედაქალაქზე“


სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის ფიზიკის   მასწავლებელმა მარიანა თაბუკაშვილმა 27.09.2019 – 25.10.2019 პერიოდში 8-3;   9-1; კლასებში ჩაატარა სოციალური პროექტი „ვიზრუნოთ ჩვენს დედაქალაქზე“.
დღეისათვის  ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია პირადი ინტერესები, მათ ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ საერთო საქმიანობებისადმი, ისინი ნაკლებ ინტერესს ავლენენ გარემოსადმი, საკუთარი ქალაქის ზრუნვაზე. ამიტომ  აუცილებლია ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შევაჩვიოთ და გამოვუმუშავოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე საკუთარი ქალაქის წინაშე, ამ მხრივ სკოლას დიდი როლი ენიჭება, მოსწავლეებმა უნდა შეიტანონ თავიანთი  წვლილი ქალაქის დასუფთავებისა და მოვლის საქმეში. ეს პირველ რიგში უნდა დაიწყოს საკუთარი საკლასო ოთახიდან, სკოლის ეზოდან, საკუთარი უბნიდან.






No comments:

Post a Comment