,,ბუნება და ხელოვნება’’


        სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებელმა თამარ თამაზაშვილმა 24.09.2019 – 25.10.2019 პერიოდში  72 ; 73  კლასებში ჩაატარა სოციალური პროექტი ,,ბუნება და ხელოვნება’’.
    თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა ბუნებისა და ადამიანის ურთიერთქმედება. ხშირად ადამინაები უხეშად ერევიან, ანაგვიანებენ, აზიანებენ გარემოს, რაც ბუმერანგივით კვლავ ჩვენ გვიბრუნდება უკან მეწყერების, წყალდიდობების, ქარიშხალისა და სხვა სტიქიური მოვლენების სახით. ჩვენ  უფრო მომხმარებლური დამოკიდებულება გვაქვს ბუნებისადმი, არ გვესმის მისი, ვერ აღვიქვამთ მის სილამაზესა და სიდიადეს. ბუნება ყველაზე დიდი მხატვარია, იგი ქმნის ყველაზე ლამაზ ფორმებს. ბუნება ნამდვილი ხელოვანია და გამუდმებით გვანებივრებს განუმეორებელი შედევრებით. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მათი დანახვა და დაფასება ვისწავლოთ.  ხელოვანი ადამიანები  ბუნებას ბაძავენ, მისგან სწავლობენ და ქმნიან  ხელოვნების ნიმუშებს. ხელი უნდა შევუწყოთ ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე ესთეტიკის გრძნობის აღზრდას, მათ ადრეული ასაკიდანვე უნდა  შევაყვაროთ ბუნება, ხელოვანის თვალით დავანახოთ ის სილამაზე, რასაც ბუნება ქმნის,  მთელი არსებით შევაგრძნობინოთ ბუნების მშვენიერება, მხოლოდ ამის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც  დაიცავს ბუნებას  და იზრუნებს შექმნას ჯანსაღი გარემო.






No comments:

Post a Comment